ნაჩო მონრილი მოუთმენლად ელის "რეალთან" დაპირისპირებას
"მალაგას" მცველმა ნაჩო მონრილმა მადრიდის "რეალთან" მოსალოდნელ მატჩზე ისაუბრა.
26 წლის ფეხბურთელი, რომელიც ტრავმის შემდეგ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა გუნდს აღფრთოვანებულია, რომ მადრიდის "რეალის" წინაარმდეგ მოუწევს თამაში. "ოსასუნას" ექს ფეხბურთელმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ რთული მატჩის ჩატარება მოუწევთ.
"ჩვენ მოუთმენლად ველით ამ დაპირისპირებას,მატჩისთვის სრულად ვართ კონცენტრირებული."-განუცხადა მან კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს.
"ჩვენ ვიცით, რომ მადრიდელები არ არიან საუკეთესო ფორმაში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ შანსების მაქსიმალურად გამოყენება გვმართებს. მე არ ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალს" კრიზისული პერიოდი უდგას. ისინი ყოველთვის მაღალაი მიზნებისთვის ისწრაფიან და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მათ შესაჩერებლად."-განაცხადა ნაჩომ.
- 21 დეკემბერი 2012
- 1 434
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.