ფლორენტინო პერესი:"ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველაფერი"
ფლორენტინო პერესი ვილანოვას გამოჯანმრთელებას უსურვებს...
"ეს ძალიან სამწუხაროა, ყველა შეძრწუნებულია ამ ფაქტით."-განუცხადა ჟურნალისტებს პერესმა.
" მთელი "რეალი", არა მხოლოდ მე, არამედ მწვრთნელები, ფეხბურთელები და ყველა თაყვანისმცემელი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ტიტოს. მე ასევე მინდა გავუგზავნო ჩემი საუკეთესო სურვილები მის ოჯახს. თქვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ხართ, უნდა გაიმარჯვოთ და გაიმარჯვებთ კიდეც."
პერესი ასევე შეეხო 2012 წელს და განაცხადა, რომ მიღწეული საკმარისი არ არის.
" "რეალს" არ ჰქონდა კარგი წელი. ჩვენ გავედით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, გავხდით ესპანეთის ჩემპიონები და მოვიგეთ სუპერ თასი, მაგრამ მადრიდში ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველაფერი, კლუბის ეკონომიკური და ინსტიტუციონალური სიმტკიცისათვის."-განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
- 21 დეკემბერი 2012
- 1 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.