ფლორენტინო პერესის განცხადება
”მადრიდის რეალის” პრეზიდენტმა მედიასთან გამართული საშობაო ვახშმის დროს თავისი მხარდაჭერა გამოხატა ტიტო ვილიანოვას მისამართით: ”მე მას და მის ოჯახს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს და იმ სიძლიერეს, რომელიც ასეთ სიტუაციაში საჭიროა.”
”სანტიაგო ბერნაბეუ”-ს დირექტორების ოთახში ”მადრიდის რეალმა” ყოველწლიურ ტრადიციულ საშობაო ვახშამზე უმასპინძლა მედიის წარმომადგენლებს. ფლორენტინო პერესმა თავის საუბარში წინა წლის სპორტულ მიღწევებზე ისაუბრა: ”მე ვფიქრობ, რომ ”მადრიდის რეალს” კარგი სეზონი ქონდა, როგორც ფეხბურთში, ასევე კალათბურთში. ჩვენსამეფო თასის და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით, მოვიგეთ ლა ლიგა, ამასთანავე დავამხეთ ყველანაირი რეკორდი. აქედან გამომდინარე კარგ განწყობაზე ვართ. კალათბურთს რაც შეეხება, აქაც ლა ლიგის ფინალში გავედით და მოვიგეთ სამეგო თასი, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. კლუბის სტაბილურობა ასევე აღნიშვნის ღირსია. სეზონის დასაწყისში ჩვენ მოვიგეთ ორივე სუპერ თასი, კლუბში განვითარებისთვის მუშაობა ჩვენი მიზანი და მისიაა. ”მადრიდის რეალში” გვიყვარს ჩვენ ეს ყოველივე. 2013 წელს ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გავახაროთ მილიონობით მადრიდისტა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.”
”მადრიდის რეალის” პრეზიდენტმა თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა ტიტო ვილიანოვას: ”მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო შოკშია. ასევე არიან ყველანი კლუბში და ყველა გულშემატკივარით. ვიცი, თუ რა ბრძოლას ნიშნავს ეს ყოველივე და ამიტომაც მინდა, რომ მას და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მათ იმ სიძლიერეს ვუსურვებ, რაც ამ სიტუაციაში აუცილებელია. ასევე ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან, რომ ესაა ბრძოლა, რომლის მოგებაც შესაძლებელია და მე დარწმუნებული ვარ, ის მის მოგებას შეძლებს.”
ფლორენტინო პერესმა მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს მოსვლისთვის: ”როგორც ყველა კარგად ხვდება, ეს ძალიან რთული წელი იყო. არასდროს არ მქონია ასეთი წელი და ფეხბურთიც არასდროს არ ყოფილა ასეთი მარგინალური. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის , რომ გვყავდეს დიდებული შემადგენლობა და გუნდი, რომელიც ყოველივე საუკეთესოს მიაღწევს. მე ვფიქრობ, რომ თქვენი ბიზნესის მოდელი იცვლება, რაც ძალზედ ართულებს საქმეს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოვა სრულიად განსხვავებული კრიზისიდა.”
ბოლოს მან ყველას მიულოცა დამდები ახალი წელი და უსურვა: ”ჩვენ გვიყვარს, როცა გადარჩენისთვის ვიბრძვით და გამოგვდის და ამიტომაც იმედი გვაქვს, რომ 2013 წელს შევძლებთ ამ ბრუტარული კრიზისიდან თავის დაღწევას. ”მადრიდის რეალი” არასდროს არ ნებდება, არც სპორტული თვალსაზრისით და არც იმ თვალსაზრისით, რომ გვინდა ურთიერთობების გაუმჯობესება. ”მადრიდის რეალი” არ არის უბრალოდ ნორმალური კლუბი. მან თავისი იდენტურობა, თავისი სახე, რომელიც ამ კლუბის წევრებს ეკუთვნის 110 წლის მანძილზე ატარა და ატარებს და სწორედ ამიტომაც არ ვართ უბრალო კლუბი, ჩვენ სხვა დონეზე ვართ. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინაიდან თქვენ გვეხმარებით, რომ ცოტათი უკეთესები ვიყოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ 2013-ში ”მადრიიდს რეალი” გამარჯვებული გამოვა ყველა ბრძოლიდან.”
- 21 დეკემბერი 2012
- 2 471
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.