გუნდს ხუანდე რამოსის "სტრიკი" ჭირდება.
"სტრიკი" ხშირად გამოიყენება პოკერში და აღნიშნავს გადაბმით გაგრძელებულ მოგებებისა ან წაგებების სერიას.
შესაძლებეია თუ არა ეს?...
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში თხოვა თავის ფეხბურთელებს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლონ საჩემპიონო ტიტულისვის და დღევანდელი "მადრიდის რეალის" ფეხბურთელებისთვის ამის დამადასტურებელი ბევრი მაგალითი არსებობს. 2008/09 წლების სეზონში 15-ე ტურის შეხვედრის შედეგ, რომელშიც "ბარსელონა" და "მადრიდის რეალი" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (წაგება 0:2 "კამპ ნოუზე") "ბლანკოსების" საჩემპიონო შანსი ძალიან მიზერული იყო.
მაგრამ, ორი გუნდის მუდმივ დაპირისპირების მომდევნო რაუნდში "მადრიდის რეალსა" და "ბარსას" შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულას შეადგენდ და ყველაფერი იმის გამო, რომ 16 ტურიდან მოყოლებული 33-ე ტურის ჩათვლით "მადრიდის რეალმა" 54 შესაძლო ქულიდან 52 დააგროვა. მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ ხუანდე რამოსის შეგირდებმა შეხვედრა ფრედ დაასრულეს ("ატლეტიკოსთან"). დანარჩენი შეხვედრა მათ მოიგეს.
მიუხედავად ბრწყინვალე შედეგებისა , სეზონი საბოლოო ჯამში მაინც წარუმატებლად შეფასდა: საშინელი გავარდან ჩემპიონთა ლიგიდან "ლივერპულის" წნააღმდეგ და ასევე მარცხი "ბარსელონასგან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 2:6.
ამ დროისთვის ჩამორჩენა "ბარსელონასგან" შეადგენს 13 ქულას და გუნდს სჭირდება მოგებების იდეალური სერია , იმისთვის რომ ნამდვილად გაუწიოს კონკურენცია საჩემიპიონო ბრძოლაში კატალონიელებს. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ "ბარსელონა" უფრო მეტჯერ დაკარგავს ქულებს...
გუნდის შედეგები 2008/2009 წლების სეზონში.
- 19 დეკემბერი 2012
- 2 316
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.