კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ
კრიშტიანო რონალდუმ ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ გამომცემლობას, რომელშიც ძალიან ბევრ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის Ballon d'Or-ის მნიშვნელობაზე.
"მარტო ინდივიდუალური ტიტულებისთვის ცხოვრება არ შემიძლია, ეს ჩემი მხრიდან სწორი საქციელი არ იქნება. ფეხბურთელის კარიერის განმსაზღვრელი სულაც არ არის მოპოვებული ინდივიდუალური ტიტულები, არამედ ის ტიტულები, რომლის მოგებაშიც ის გუნდს ეხმარება"-განუცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა პორტუგალიის საფეხბურთო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
ორნაწილიან ინტერვიუს, პირველ ნაწილში რონალდუ შეეხო მის გამოსვლას პორტუგალიის ეროვნული ნაკრების რიგებში. ფორვარდის ანგარიშზე 100 სანაკრებო სეხვედრაა და ის მესამეა იმ პორტუგალიელ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნული ნაკრების რიგებში. მის წინ მხოლოდ ლუიშ ფიგუ და ფერნანდო კოუტო არიან.
პორტუგალიელი ფეხბურთელი, როგორც ვიცით ნომინირებულია Ballon d'Or-ის ტიტულზე "ბარსელონას" ორ ფეხბურთელს ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას შორის, მაგრამ მას არ სურს წინასწარ საუბარი და მიიღებს ნებისმიერ იმ შედეგს, რომელსაც გაახმოვანებენ 8 იანვარს და კვლავ გააგრძელებს ისევე თამაშს, მიუხედავად იმისა, მოიგებს ის თუ არა.
"როცა გამოაცხადებენ ინფორმაციას, შეიძლება მე ძალიან გახარებული ვიყო, ან ძალიან გულდაწყვეტილი...მაგრამ ეს ჩვეულებრი ცხოვრების კანონია, რომ თუ მოიგებ შენ ძალიან გახარებული ხარ , მაგრამ თუ წააგებ, უნდა მოერიო საკუთარ თავს , ვინაიდან ცხოვრება გრძელდება..."
"რა თქმა უნდა, მინდა რომ მოვიგო. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ ეს არ მინდა. ეს არის ის, რაც მინდა, მაგრამ სულაც არ ვფიქრობ, რომ თუ ის არ მოვიგე , მაშინ ქვეყნის აღსასრული დადგა."
- 19 დეკემბერი 2012
- 3 684
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.