ბენზემა მადრიდში ბედნიერია

ფრანგი ფორვარდი კლუბის შეცვლაზე არ ფიქრობს...
მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს. იყო ჭორები, რომ ფეხბურთელი უკმაყოფილო იყო სათამაშო დროით, შემდეგ კი გაზეთებში იწერებოდა, თითქოსდა ბენზემას წასვლით გუნდში ფალკაოსათვის თავისუფლდებოდა ადგილი.
"მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ "რეალში". ვგრძნობ, რომ გუნდის ნაწილი ვარ. მე არ ვფიქრობ სხვა კლუბში გადასვლაზე, რადგან ჩემთვის მადრიდის "რეალი " მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კლუბია."
" ითამაშო აქ, ეს ნიშნავს მუდამ მაქსიმუმს მოითხოვდე საკუთარი თავისაგან. აქ, არასოდეს არ მოიწყენ, გუნდი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისაკენ ისწრაფვის. თუ მე შემომთავაზებენ კონტრაქტის გახანგრძლივებას, დაუყოვნებლივ მოვაწერ ხელს."-განაცხადა ბენზემამ.
- 19 დეკემბერი 2012
- 1 436
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.