პერესმა კომენტარი გააკეთა
ფლორენტინო პერესი პრესას ესაუბრა.
ესპანური პრესა აღშფოთებულია "რეალის" მარცხით "ალკორკონის" წინააღმდეგ. პრესას ესაუბრნენ კლუბის წარმომადგენლები და გუნდის ორივე კაპიტანი. ახლა კი ფლორენტინო პერესის დროც მოვიდა.
როგორც ელოდნენ პერესმა ყველას მოთმინებისაკენ მოუწოდა. ფლორენტინომ პირობა დადო, რომ ფეხბურთელები გონს მოეგებიან და შეცდომებს აღარ გაიმეორებენ.
"საჭიროა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. კლუბის ისტორია ერთი მატჩისგან არ შედგება. გავიდა მხოლოდ ორი თვე. ისინი განსხვავებული იყო. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთ–ერთი ტრავმების სიმრავლეა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. ყველაფერი წინ გვაქვს და ვიმედოვნებ ასეთი შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელები გონს მოეგებიან" – განაცხადა პერესმა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 29 ოქტომბერი 2009
- 2 406
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.