”მადრიდის რეალი” არ აპირებს რონალდუს გაყიდვას.

კრიშტიანო რონალდუს კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს იწურება. ის 2009 წელს გადმოვიდა ”მადრიდის რეალში” და მაშინ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო წლიური 10 მლნ. ევროს გასამრჯელოთი.

კრიშტიანო რონალდუ არ იყიდება. ეს ფრაზა ”მადრიდის რეალის” უმაღლესი მმართველი ეშელონებიდან მოდის. პორტუგალიელი ვარსკვლავი ”თეთრი” მომავალი, მიუხედავად ”პსჟ”-ს ეკონომიკური სიძლიერისა, საფრთხის წინაშე არ დგას. არ ღირს შეიხის სიტყვების გამო აღელვება. შეგახსენებთ, რომ შეიხმა, რომელიც ფლობს იმ კომპანიას, რომლის მმართველობის ქვეშაცაა ”პსჟ” განაცხადა: ”რა თქმა უნდა, მოურინიო და რონალდუ ჩვენი სამიზნეები არიან. სპორტში აუცილებელია მოტივაციის ქონა, უნდა ეცადო, რომ შენი კლუბი საუკეთესო გახადო. აუცილებელია სწორი ინვესტიციების განხორციელება სწორ დროს. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გარდა იმისა, რომ გვსურს ევროპისა და საერთოდ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გავხდეთ”

”თეთრების” რიგებში დარწმუნებულები არიან, რომ კრიშტიანო რონალდუ კიდევ დიდხანს ითამაშებს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. მიუხედავად ”პსჟ”-ს მხრიდან მოურინიოსა და რონალდუს გადაბირების მცდელობისა, მწვრთნელი და თავდამსხმელის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. თითოეული მათგანი ბოლომდე შეასრულებს თავიანთი კონტრაქტი გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე აგენტი ყავთ, ინდივიდუალურად იქნება მიღებული. მათი კარიერა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა. კრიშტიანო რონალდუ აქ მოვიდა იმიტომ, რომ სურდა მსოფლიოში საუკეთესო კლუბში თამაში, ხოლო მოურინიო კი რონალდუს მოსვლიდან ერთ წელიწადში გადმოვიდა.

თუ ნებისმიერი კლუბი , არ აქვს მნიშვნელობა ”პსჟ” იქნება ის, თუ სხვა, ამ ორი ფეხბურთელის გადასაყვანად გადაიხდის 1 მლრდ. ევროზე ნაკლებს, ”მადრიდის რეალი” ასეთ წინადადებებს არც კი განიხილავს.

კრიშტიანოს კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისს იწურება. როცა გადმოვიდა 2009-ში , მაშინ მისი ანაზღაურებით (10 მლნ. ევრო) ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამჟამად ხუთეულშიც კი არ შედის. ”მადრიდის რეალი” მშვიდადაა და ამბობს, რომ ისინი მუშაობენ ამაზე. ორივე მხარე მუშაობს და მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, კლუბი ფეხბურთელს მორიგ სამწლიან კონტრაქტის სთავაზობს გაუმჯობესებული პირობებით 2018 წლამდე. კრიშტიანოს სურს აქ დარჩენა, ხოლო კლუბი კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მას შესაფერისი გასამრჯელო ქონდეს. ეს ყველაფერი კი წელს ზაფხულში უნდა გადაწყდეს. იმის მიზეზი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება და უკეთესი პირობების შეთავაზება აქამდე არ მომხდარა, იყო კაკა. თუ ზაფხულში კაკა წავიდოდა, ბრაზილიელის ანაზღაურებიდან გამოთავისუფლებულ ფულად სახსრებს გამოიყენებდნენ რონალდუსთვის კონტრაქტის გასაუმჯობესებლად. ვინაიდან ასე არ მოხდა, იძულებული გახდა კლუბის ხელმძღვანელობა ეს საკითხი რამოდენიმე თვით გადაეწია.

  • J.Z.
  • 19 დეკემბერი 2012
  • 2 050
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)