დღეს კარიმ ბენზემას დაბადების დღეა.
დღეს, 19 დეკემბერს ”მადრიდის რეალის” ფრანგ თავდამსხმელს 25 წელი შეუსრულდა.მივულოცოთ კარიმს დაბადების დღე და ვუსურვოთ, რომ თავისი თავის რწმენა გაღრმავებოდეს, წარმატებები ქონოდეს და გამარჯვებებისთვის მიეღწიოს
კარიმის სამეფო გუნდის ფეხბურთელი 2009 წლიდან არის, ამ ხნის მანძილზე მან ”მადრიდის რეალთან” ერთად მოიგო ლა ლიგა, სამეფო თასი და სუპერ თასი.
კარიმი ფრანგული კლუბ ”ლიონის” აღზრდილია. ის კლუბსი სისტემასი ცხრა წლის ასაკში მოხვდა და სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებშჳ გამოდიოდა 22 წლამდე. 2007/08 წლების სეზონში ”ლიონის” შემადგენლობაში ბენზემა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ დროს ახალგაზრდა ფორვარდით სხვადასხვა ევროპული გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი, მათ შორის ”მადრიდის რეალიც”. ბენზემამ ”ლიონში” დარჩენა არჩია კიდევ ერთი სეზონით და ”თეთრების” რიგებში მხოლოდ და მხოლოდ 2009 წელს გადმოვიდა.
”როცა მე ”ლიონი დავტოვე, მე ჯერ კიდევ ძალზედ ახალგაზრდა ვიყავი. მოვედი მადრიდიში მარტო, პირველად მოხდა, რომ სახლს მოვშორდი. ახალ გუნდში და ახალ ქალაქში უნდა გამევლო ადაპტაცია. ტრავმა მქონდა, როცა გადმოვედი , ხოლო მე აქ მიმღეს, როგორც ვარსკვლავი და ელოდნენ, რომ მალევე ვაჩვენებდი უმაღლეს კლასს.”
«ხლა მე , როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი, უფრო გავიზარდე. მშვიდი გავხდი, ფიზიკურად უფრო ძლიერი ვარ და რაც მთავარია ცივსისხლიანი. ვისწავლე, თუ როგორ უნდა ავიტანო დიდი მატჩების ზეწოლა, ისეთების, როგორცი კლასიკოა და ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩებია.”
თუ პირველი სეზონი კარიმისთვის ნამდვილად არ ყოფილა კარგი (მხოლოდ და მხოლოდ 9 გოლი გაიტანა), მომდევნო სეზონებში მან დაიწყო თავისი ბომბარდული ნიჭის გამოვლენა. 2010/11 წლებში 26 გოლი გაიტანა, 2011/12 წლებში კი 32. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 8 გოლია.
მთელი თავისი აქ ყოფნის მანძილზე კარიმმა გაიტანა 75 გოლი. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბენზემა ყოველთვის არ გამოდის სასტარტო შემადგენლობაში და იძულებულია ძირითადში ადგილისთვის გონსალო იგუაინს ეჭიდაოს.
”სავსებით ნორმალურია, რომ მინდა უფრო მეტი დრო მქონდეს. მაგრამ არ ვაპირებ დანებებას და ვეცდები, რომ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღო სათამაშო დროისთვის.”
”იმისთვის, რომ ”მადრიდის რეალში” ითამაშო, სულიერად ჩემპიონი უნდა იყო. აქ მუდამ ზეწოლის ქვეშ ხარ, შენ საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ თამაშობ და არ გაქვს უფლება სუსტი იყო. ამ ზეწოლას შენ ყოველდღიურად გრძნობ და ეს გაიძულებს , რომ მუდამ საბრძოლო განწყობაზე იყო.”
დაბადების დღეს გილოცავთ კარიმ!
- 18 დეკემბერი 2012
- 1 816
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.