მადრიდის რეალის” შანსები ბუკმეიკერების მხრიდან
მას შემდეგ, რაც ”სამეფო კლუბის” ჩამორჩენა ”ბლაუგრანასთან” 13 ქულა გახდა, მკვეთრად შემცირდა კლუბის მიერ ლა ლიგის ტიტულის მოგების შანსი, რამაც გავლენა იქონია ბუკმეიკერების მიერ შემოთავაზებულ ფსონებზე. ”მადრიდის რეალის” მიერ ლა ლიგის მოგებაზე ბუკმეიკერები ყოველ ევროზე 15 ევროს იძლევიან, მაშინ როცა ანალოგიური მაჩვენებელი კოპა დელ რეიზე საშუალოდ 3 ევროა, ჩემპიონთა ლიგაზე 4,5 ევრო. სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ”მადრიდის რეალის” მიერ ევროზე 13,5 ევრო მოდის, ხოლო მოურინიოს გუნდის მიერ ტრიპლეტის (თასი, ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა) შესრულებაზე კი 201 ევრო.
”მადრიდის რეალის” მიერ მიმდინარე წელს ერთი ტიტულის მოგება მაინც 2,25-ად არის შეფასებული, ხოლო ვერ მოგება კი 1,57-ად.
ანალოგიური მაჩვენებლები ”ბარსელონასთან” მიმართებაში საკმაოდ დაბალია: ლა ლიგაში ”ბლაუგრანას” გამარჯვებას 1,05 კოეფიციენტი აქვს, სამეფო თასზე 2,5 , ჩემპიონთა ლიგაზე 3,25. კატალონიელების მიერ სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას ბუკმეიკერები 8,00 კოეფიციენტით აფასებენ, ხოლო ე.წ ”ტრიპლეტს” კი 8,5-ად.
- 18 დეკემბერი 2012
- 1 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.