სპალეტიმ შეიძლება "რეალი" გაწვრთნას
მადრიდის "რეალი" შეიძლება "რომას" ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გაწვრთნას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მანუელ პელეგრინი დატოვებს თანამდებობას.
"Forzaroma.info"-ს ცნობით ლუჩიანო სპალეტი შეიძლება მადრიდის "რეალის" მწვრთნელი გახდეს იმ შემთხვევაში, თუ ფლორენტინო პერესი მანუელ პელეგრინის დაითხოვს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. მადრიდული გრანდის პრეზიდენტი არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას დაელოდოს და აპირებს ახლავე მოახდინოს ცვლილებები.
"ალკორკონთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ (4:0) სამწვრთნელო შტაბში შეიძლება ცვლილებები მოხდეს. პელეგრინის აქვს შანსი მოიგოს მომდევნო ორი შეხვედრა "ხეტაფესთან" და "მილანთან".
ასევე "ბლანკოსის" მწვრთნელობის კანდიდატია კიდევ ერთი იტალიელი რობერტო მანჩინი.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 28 ოქტომბერი 2009
- 1 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.