ესეც გაივლის...
სოლომონ ბრძენს ბეჭედზე ჰქონდა წარწერა: "ესეც გაივლის", ყოველი განსაცდელის ჟამს ბეჭდის შემყურე. იხსენებდა ძველ უიღბლობას და ახალს უფრო დიდი შემართებით ხვდებოდა, რადგან ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაივლიდა და ცხოვრება კვლავინდებურად ძველ კალაპოტს დაუბრუნდებოდა.
ჟოზეს და სოლომონის ერთმანეთთან შედარებას არ ვაპირებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოურინიოსაც ექნება მსგავსი "თილისმანი", რომელიც გაახსენებს მას წარსულში გადატანილ უიღბლობებს და შეცდომებს, კიდევ უფრო დიდი მონდომებით მიუდგება თავის საქმეს და მადრიდულ გუნდს ისეთივე მწვერვალზე აიყვანს, როგორზეც შარშან იყო.
გუშინ მადრიდის რეალმა მორიგი წარუმატებელი შეხვედრა ჩაატარა. პირველი გოლი საკუთარ კარში მიიღეს, მაგრამ პორტუგალიელებმა რონალდომ და კოენტრაომ მატჩის შემობრუნება შეძლეს და 2:1 დაწინაურდა სამეფო კლუბი, საბოლოო ჯამში კი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ეს ყველამ კარგად ვნახეთ გუშინ, თუ არ ვნახეთ ანგარიში მაინც გადავამოწმეთ. რეალურად რა იყო წარუმატებლობის მიზეზი არავინ იცის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია ვარაუდები გმაოვთქვათ ბლანკოსის მიერ ჩაგდებული სეზონის პირველ ნახევარზე.
რა განსხვავებაა შარშანდელ და წლევანდელ მადრიდის რეალს შორის?
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი არ შესუსტებულა, პირიქით გაძლიერდა კიდეც. ყველაზე პრობლემურ პოზიციად მაინც საყრდენი ნახევარდაცვა რჩებოდა, სადაც ალონსოს და ხედირას ალტერნატივა არ ჰყავდა და რომელიმე მათგანის არ ყოფნის შემთხვევაში მოურინიო საგონებელში ვარდებოდა. ამ პოზიციაზე რეალმა წელს განელი ფეხბურთელი მაიკლ ესიენი მოიყვანა, რომელიც თავისი სტაბილური თამაშით გამოირჩეოდა ლონდონის ჩელსიში და ტრავმის მიღებამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ პოზიციაზე. ნახევარდაცვის ცენტრის გასაძლიერებლად პერესმა დიდი თანხა გადაიხადა ლუკა მოდრიჩშიც, რომელიც უნივერსალია და ნახევარდაცვის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ერთი შეხედვით ხორვატი გუნდს კარგად მოერგო და რიგ მატჩებში მაესტროს როლსაც კი ასრულებდა. რაც შეეხება ესიენს, ის კვლავ ტრავმებმა შეაწუხეს და რეალური ძალის გამოვლენა თეთრი მაისურით ვერ შეძლო. ფაქტია რომ გუნდი შემადგენლობის მხრივ გაძლიერდა. მაშინ რატომ ვეღარ ბრწყინავს სამეფო კლუბი?
ამ კითხვაზე მე ერთადერთი პასუხი მაქვს. ვისაც გახსოვთ რეალი გასულ სეზონში დამეთნხმებით, რომ თეთრები ერთ და ორ გოლზე არ ჩერდებოდნენ, რაზეც მეტყველებს ლა ლიგაში ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდული რაოდენობა 121. წელს კი სამეფო კლუბი მსუბუქად რომ ვთქვათ, თავს არ იკლავს უხვგოლიანობით, 1:0 ბლანკოსისთვის სავსებით მისაღები შედეგია. ყველა კმაყოფილია ერთ ბურთიანი უპირატესობით მოგებული შხვედრით გარდა გულშმატკივრებისა. ფეხბურთელები ძალებს ზოგავენ, მწვრთნელი კი შედეგით კმაყოფილია.
მატჩს მე და ჩემი ძმა ვუყურებდით, როდესაც ანგარიში 2:1 გახდა, ორივემ ერთხმად ვთვით: "უუფ, აწი კი "გატენიან" ესპანიოლს". ეს რეაქცია ბუნებრივი იყო, რადგან შარშანდელი სეზონი ორივეს კარგად გვახსოვდა და დარწმუნებული ვიყავით, რომ რეალი დიდი ანგარიშით მოიგებდა. ყველაფერი კი საპირისპიროდ მოხდა, სამეფო კლუბმა იქით გაუშვა გოლი. რაც სავსებით ლოგიკური იყო. სიმართლე გითხრათ მატჩის ბოლოსკენ მე თვითონ ვთქვი: "ღირსები იქნებიან ეს თმაში საერთოდ რომ წააგონ!" ეს გაბრაზებით ვთქვი, რადგან უკმაყოფილო ვიყავი რეალის თამაშით. კოენტრაოს გოლის შემდეგ თეთრებმა ბურთის გორაობა დაიწყეს არ ცდილობდნენ ანგარიშის გაზრდას და საბოლოოდ დაისაჯნენ კიდეც. მათი მხრიდან ასეთი თამაში ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკის უპატივცემულობად შეგვიძლია მივიღოთ, რადგან ეს ხალხი იქ თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად მივიდა და ეს მაშინ, როდესაც თეთრებმა სელტასთნ 2:1 წააგეს სამეფო თასზე,, წესით ფანები გაბრაზებულნი უნდა ყოფილიყვნენ და არ უნდა დასწრებოდნენ მატჩს გაბრაზების ნიადაგზე. მიუხედავად ამისა გულშემატკივრებს ეყოთ სიბრძნე და რთულ მომენტში გუნდი არ მიატოვეს. რა მიიღეს მათ საპასუხოდ? შეურაცყოფა იმათგან, ვისაც ისინი ქომაგობდნენ. მათ არ ითამაშეს ისე, როგორც შეეძლოთ.
მორიგი უიღბლო მატჩი ამ სეზონში წარსულს ჩაბარდა და ისტორიის ნაწილი გახდა, იმ ისტორიის რომელმაც გულს გვტკენს სამეფო კლუბის გულშემატკივრებს, მაგრამ ამით არაფერი დამთავრებულა... ესეც გაივლის...
- 17 დეკემბერი 2012
- 2 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.