"რეალის" ფეხბურთელები წითელი ჯვარის ორგანიზაციას ეწვივნენ
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები ჰუმანიტერულ ორგანიზაცია წითელ ჯვარს ეწვივნენ.
ოთხშაბათის ვარჯიშის წინ პეპე, ხაბი ალონსო და კაკა მივიდნენ "სანტიაგო ბერნაბეუზე", სადაც იყო წითელი ჯვარის ორგანიზაცია. მადრიდულ გრანდს საკალათბურთო კლუბიდან ტომაშ ვან დერ შპიგელი ახლდა.
პეპე:
"მეტად მნიშვნელოვანი დღეა. წითელი ჯვარი არაჩვეულებრივ სამუშაოს აკეთებს და მოხარული ვარ, რომ მეც დავეხმარე. იმედი მაქვს ამას ყოველ წელიწადს გავაკეთებ".
ხაბი ალონსო:
"ჩვენ "რეალის" წევრები ვართ. ამიტომ უნდა დავეხმაროთ ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც წითელი ჯვარია".
კაკა:
"ვიმედოვნებ ისევ მივიღებ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებაში. შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ მათ".
ტომაშ ვან დერ შპიგელი:
"ვიცით, რომ წითელი ჯვარი დიდ სამუშაოს ასრულებს მთელ მსოფლიოში. იმედია სხვებიც მიიღებენ მონაწილეობას ასეთ ღონისძიებებში".
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 28 ოქტომბერი 2009
- 2 197
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.