¿POR QUE SOY DEL REAL MADRID?
მოკლედ, გუშინ ჩვეულებრივი დღე იყო. არაფრით გამორჩეული. სახლში ვიყავი , არც გავსულვარ გარეთ და მოთმინებით ველოდი 22:00 საათის დადგომას. დიახ, მოთმინებით ველოდი. არანაირი აღელვება, არანაირი ”რა გვეშველება”-ს ძახილი. არაფერი ადმაგვარი... ერთადერთი, რაც მთელი დღის მანძილზე მიშლიდა ნერვებს იყო ის, რომ თუ ადრე ჰალა-ზე შემოსვლისას არამარტო სტატიებს ვკითხულობდი, არამედ სტატიებზე დაწერილ კომენტარებსაც, რადგან სასიამოვნო იყო მისი კითხვა. ეხლა კი რაღაც უბედურება, ჭირი და ოხრობა ხდება... არ ვიცი ამდენი გულშემატკივარი ”მადრიდის რეალმა” წინა წელს მოგებული ლა ლიგისა და წელს მოგებული სუპერ თასის შემდეგ შეიძინა თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ”მოზღვავებული” გულშემატკივარი გვყავს ამ ვებ-გვერდზე. შესაბამისად ეს თავის დაღს ასვამს ამ საიტსაც. ზოგს როგორი ფრთიანი აზრი მოუვა თავში და ზოგს როგორი. ერთი კითხვა მაქვს , რომელიც დღემდე მაწუხებს და რომელზე პასუხიცს დღემდე არ მაქვს:
ნუთუ ”ბარსელონა” გადავიდა მოდიდან? ნუთუ პეპ გვარდიოლა არაა ”ცვეტში” ? ნუთუ ყველაფრის მომგები ”ბლაუგრანა”-ს მიმართ სიყვარული გაუნელდა ხალხს?
რატომ ვკითხულობ ამას? პასუხი მარტივია. როცა ეს გუნდი (”ბარსელონაზეა”) საუბარი იგებდა ყველაფერს, უგებდა ”მადრიდის რეალს” და ამყარებდა და აუმჯობესებდა ყველანაირ რეკორდს ,როცა ”მადრიდის რეალი” 1/8 ფინალს ვერ ცდებოდა, როცა ”მადრიდის რეალისთვის” მე-2 ადგილი ”საპატიო” იყო მათი ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე, როცა ”მადრიდის რეალი” ვერ ახერხებდა ”ლიონის” დამარცხებას და კენჭისყრისას ”ლიონის” ამოსვლისას გულშემატკივრებს აჟრჟიალებდათ, მაშინ არ მახსოვს მე , რომ თქვენი ე.წ. ”გულშემატკივრების” რაოდენობა ასე ბევრი ყოფილიყო. თუ იყო , მაშინ იყო მცირე იმასთან შედარებით, ვიდრე ეხლაა , მაშინ ალბათ თქვენ თქვენი მიზეზები გქონდათ. ისეთი საპატიოები, როგორიცაა:
1. ხვალ უბანში/სკოლაში/უნივერსიტეტში და ა.შ. რა გავა;
2. არ მინდა მუდამ თავდახრილი დავდიოდე იმის გამო, რომ ”ბლანკოსებმა” კიდევ ერთხელ ...ეს
დიახ, ასეთი მიზეზები გქონდათ... მაშინ ვიცოდით მაინც, რომ ნებისმიერი წაგებული მატჩის შემდეგ შემოვიდოდა ვიღაც გადამთიელი ”ბარსელონას” გულშემატკივარი და ის მაინც მოგვიშლიდა ნერვებს. მაშინ არ იყო სიტუაცია, როცა გულშემატკივრებისთვის იმის ახსნა გვიწევდა, თუ რას ნიშნავს იყო მადრიდისტა.
რა შეიცვალა ეხლა?
პირველ რიგში ”მადრიდის რეალი” შეიცვალა. გინდ ასე თქვით, გინდ ისე, მაგრამ ის არ შეუცვლია არავის. ის ჟოზე მოურინიომ შეცვალა. არა? კი ბატონო , არ შეუცვლია, უბრალოდ გუნდმა თავისით დაიწყო 1/2 ფინალში გასვლა, თავისით დაიწყო 18 წლიანი პაუზის შემდეგ სამეფო თასის მოგება, თავისით დაიწყო ”ბარსელონას” ფსიქოლოგიური წნეხისგან თავის დაღწევა. დიახ, ეს ყველაფერი თავისით მოხდა. როგორ შეიძლება, რომ ჟოზეს ეს გაეკეთებინა, ჟოზე ხომ ანტიგმირია, ნამდვილი ეშმაკი, ნამდვილი ბოროტების განსახიერება, ნამდვილი ანტაგონისტი, ნამდვილი ვერაგი და ნამდვილი რა ვთქვა არ ვიცი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ არის მიმართული, რომ დაანგრიოს ”მადრიდი რეალის” დიდება.
გამოვა ეხლა რომელიმე ჭკუათმყოფელი და მეტყვის, ეს ჟოზეს კი არა ფეხბურთელების დამსახურებააო. ამ ფეხბურთელებით უნდა დაფრინავდეს ”მადრიდის რეალიო” .... რაღაც მეეჭვება , რომ შეძლოთ იმ დროის გახსენება (ვინძლო ასაკი არ გიწყობთ ხელს), როცა ”მადრიდის რეალში” ერთდროულად იყვნენ ზიზუ, ფიგუ, რონალდო, ბექჰემი, კარლოსი და ძმანნი მისნი. რას იგებდა ”მადრიდის რეალი” მიტხრას ვინმემ? რომელ ტურამდე თუ დონემდე აღწევდა ”მადრიდის რეალი” გამახსენოს ვინმემ?
არ არის საქმე მარტო ფეხბურთელებში. ფეხბურთელი, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, მოკვდავი ადამიანია, რომელსაც სტაბილურობა ჭირდება. ჭირდება მშვიდი გარემო. ნებისმიერ თქვენგანს, თავზე რომ დაადგნენ და წივილ-კივილი გაუმართონ, შეძლებთ კონცენტრირებას და მუშაობას? ნებისმიერ თქვენგან, როცა არასტაბილურობის შეგრძნება გექნებათ, შეძლებთ მუშაობას? როცა არ გეცოდინებათ, ხვალ რა გელით, როცა არ გეცოდინებათ ხვალ რანაირი ფეხბურთის თამაში მოგიწევთ, შეძლებთ მუშაობას?
ვერა მეგობრებო, დამერწმუნეთ, რომ ვერცერთი თქვენგანი და ვერავინ ასეთ მდგომარეობაში, ბოდიში ჟარგონისთვის და ”ვერ გაქაჩავდა”. რა ხდება დღეს? გუნდში ჟოზემ სტაბილურობა მოიტანა, თუ ვერ ხედავთ ამას ეს თქვენი პრობლემაა. გუნდი უფრო და უფრო სტაბილური ხდება. საიდან ვასკვნი ამას? შეხედეთ სურას მთლიანობაში და მიხვდებით. არ მოახდინოთ კონცენტრირება კონკრეტულად ერთ რამეზე, მთლიანი სურათი აიღეთ და შეადარეთ ნებისმიერ რამეს. თავად ნახავთ განსხვავებას.
რას მოიტანს ჟოზეს წასვლა? იმავეს , რაც მან მოუტანა ”პორტოს”, ”ჩელსის”, ”ინტერს”... ქაოსს, რომლიდან გამოსვლასაც დრო დაჭირდება, დრო კი ყველა თქვენგანმა იცის, რომ ”მადრიდის რეალში” არ არსებობდა (მხოლოდ სწორედ ჟოზეს შეძლო მისი გაჩენა, ვინაიდან გულშემატკივრებს ასწავლა, რომ ერთი ხელის მოსმით არაფერი არ მოდის), ამიტომაც არ შეიძლება... მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, მიუხედავად ბევრი შენიშვნებისა, ჟოზემ მაინც გაძლო, ჟოზე მაინც ”მადრიდის რეალშია” და ჟოზე პირიქით, 2016 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. სწორედ ეს აძლევს იგივე აქ მოთამაშე ნებისმიერ ფეხბურთელს სტაბილურობის განცდას...
თუ ასე სტაბილურია სიტუაცია, რატომ აჩვენებს გუნდი ასეთ საშინელ თამაშს?
კი ბატონო, ამაზეც არსებობს პასუხი. არა ის, რომელიც ამ ვებ-გვერდზე ასე ხშირად მუსირებს, თითქოს ყველაფერი ჟოზე მოურინიოს ბრალია (არ ვიცავ ჟოზეს, ვინაიდან ის ყოველთვის , ნებისმიერ ინტერვიუში ერთსა და იმავეს გაიძახის: ”მოვიგებთ ე.ი. ფეხბურთელებმა მოიგეს, წავაგებთ და მათ ნუ შეეხებით, ე.ი. მე ვერ გავთვალე სწორად რაღაც”). ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ გუნდს აქვს ჩავარდნები. წინა წელს, ”მადრიდის რეალს” ასეთუ ჩავარდნა ქონდა მაშინ, როცა სისტემატიურად დაიწყო ქულების განიავება მეორე წრეში და თამაშის ხარისხსაც უკლო ჩემპიონატის მიწურულისკენ (ჩემპიონთა ლიგასაც ვგულისხმობ). წელს ეს ციკლი სეზონის დასაწყისს დაემთხვა. მე მჯერა მოურინიოსი. ეს არის ადამიანი, რომელსაც თითოეული ნაბიჯი გათვლილი აქვს, რომელმაც იცის რა დროს რა უნდა გააკეთოს და რა დროს როგორ უდნა ათამაშოს გუნდი. არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი დიდი გემის ნაწილი იყოს. გეგმისა , რომელსაც მე-10 ტიტული ქვია (იმედია ამას მაინც მიხვდებით რას ნიშნავს). ჟოზე ყოველთვის იცის, რა კონდიციებშია მისი გუნდი, რა შეუძლიათ მის ფეხბურთელებს, აქედან გამომდინარე , არანაირი შანსი არ არსებობს იმისაც კი, რომ ჟოზეს არ ქონდეს წელს მათი იმედია. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაშვება მოიტანს იმ ქაოსს, რომელიც რამოდენიმე წლით კვლავ დაგვაშორებს ტიტულებთან. თქვენი არ ვიცი და მე ეს ნაკლებად მინდა.
ერთსაც ვიტყვი, ”მადრიდის რეალი” ვინმაც არ უნდა გაწვრთნას, ვინმაც როგორც არ უნდა ათამაშოს, მაინც მიუღებელი დარჩება ჩემთვის იმის თქმა, რომ რახან ეს სტილი, ეს მწვრთნელი არ მომწონს, გუნდის წაგებას ვილოცო და გუნდის წაგება და ფრე გამიხარდეს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ”მიხვდეს ფლორენტინო” ამ მწვრთნელის უვარგისობაში. თქვენ ამბობთ ”მადრიდის რეალი” არ არის ერთი ადამიანიო, მაგრამ თქვენი საქციელით სწორედ იმ ერთი ადამიანის გამო გინდათ მთლიანად გუნდის წაგება და მისი წარუმატებლობა. პარადოქსია, მაგრამ სიმართლე და მე ეს არ მომწონს.
”მადრიდის რეალი” ყოველთვის ვიძახდი და გავიმეორებ , ჩემთვის არის ნომერ პირველი გუნდი, მიუხედავად იმისა, თუ რას თამაშობს ის, ნომერ პირველი გუნდი, მიუხედავად იმისა, თუ რა შედგები და ტიტულები აქვს მას, ნომერ პირველი გუნდი, მიუხედავად იმისა, თუ ვინ წვრთნის მას და ვინები თამაშობენ მის შემადგენლობაში, ნომერ პირველი გუნდი, მიუხედავად იმისა, თუ სად იქნება ის (პრიმერაში , თუ ღმერთმა დაიფაროს და სეგუნდაში), მე მიყვარს ეს გუნდი, მიყვარს მისი თითოეული შედეგი, მის მიერ ნაჩვენები თითოეული თამაში, მისი ხარისხი , მიუხედავად ყველაფრისა და არასდროს, არ იყო, არ არის და არ იქნება და არ დადგება დღე, როცა მე ”მადრიდის რეალის” წარუმატებლობა გამიხარდება და როცა მე ”მადრიდის რეალს” მხოლოდ მოგებების გამო ვუგულშემატკივრებს.
მე გუნდის გვერდით ვიყავი, მაშინ როცა გვიჭირდა, მაშინ როცა მას აუგად იხსენიებდნენ , მას მიწასთან ასწორებდნენ, მაშინ როცა ის ნადგურდებოდა მეტოქეებთან, მის გვერდით ვიყავი მაშინ როცა ის მეტოქეებს ანადგურებდა და მის გვერდით ვარ ეხლაც, როცა ლა ლიგაში ”ბარსელონასთან” ჩამორჩენა 13 ქულაა.
ზემოთჩამოთვლილ ნებისმიერ სიტუაციაში მე ბოლომდე ვედექი გუნდს გვერდით და დავუდგები დღესაც, იმიტომ რომ მე მჯერა და ვერავინ ვერ გადამარწმუნებს სანამ ლა ლიგა წლევანდელი სეზონი არ დასრულდება, რომ მას ”მადრიდის რეალი”, მიუხედავად მე-3 ადგილისა, მიუხედავად 13 ქულიანი სხვაობისა, ვერ მოიგებს წელს. ეს მჯერა ისევე როგორც ის, რომ ბოლო კვირეების ჩავარდნა მხოლოდ დროებითია და თუ არა მომავალი ”მალაგის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისა, იანვრიდან სულ სხვა ”მადრიდის რეალს” ვიხილავთ. ვიხილავთ იმ ”მადრიდის რეალს” , რომელიც თქვენ ე.წ. ”გულშემატკივრებს” ენას გაგაჩერებინებთ, თქვენ ე.წ. ”გულშემატკივრებს” გარეთ გასვლის და ამაყად სიარულის საშუალებას მოგცემთ. თქვენზე ვიძახი, თორემ მე დღეს ისეთივე ამაყი ვარ მადრიდისტობით და ისევე არ მრცხვენია გარეთ გასვლის, როგორც მაშინ, როცა ეს გუნდი პირველად შემიყვარდა.
მე გუნდიდან გამომდინარე, გვერდით ვედექი, გვერდით ვუდგავარ და გვერდში დავუდგები ნებისმიერ მწვრთნელს, ნებისმიერ ფეხბურთელს, ვინც აქ თამაშობს, ნებისმიერ წევრს , ვინც აქ მუშაობს, ვინაიდან ”მადრიდის რეალი” არ არის ერთი კონკრეტული პიროვნება , ეს ერთი მთლიანია და სწორედ ამის განცდა შემოიტანა უპირველეს ყოვლისა მოურინიომ ჩემი აზრით და აქედან გამომდინარე , გვერდში დავუდგები მათ შორის მოურინიოსაც, რომელსაც ჩვენზე არანაკლებ სურს წარმატებების მიღწევა ამ გუნდთან ერთად და მიაღწევს კიდევაც.
ჰალა მადრიდ!
და ბოლოს ჩემი საყვარელი სიტყვები
- 16 დეკემბერი 2012
- 6 608
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.