მოურინიო დანებდა
"ესპანიოლთან" მარცხის შემდეგ, მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა.
ჟოზემ ლა ლიგაში "რეალის" შანსებზე ილაპარაკა: "13 ქულა ჩვენთვის არის დიდი ნაპრალი, რომლის ამოვსებაც ძნელია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვითამაშებთ. ჩვენ კონცენტრაცია რომელიმე კონკრეტულ საპრიზო ადგილზე არ უნდა მოვახდინოთ. ჩვენთვის მთავარია ვიყოთ ძლიერნი."
"მე არასოდეს ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, არც ამდენი ქულა დამიკარგავს როდისმე. მაგრამ ჩვენ შევეცდებით დავასრულოთ სეზონი მაქსიმალურად საუკეთესო შედეგით. ჩვენ ვიბრძოლებთ ტიტულებისთვის, მაგრამ პრიმერაში შანსი აღარ გვაქვს. ჩვენ არსებობას ვაგრძელებთ, რადგან ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ."
"ყველა ფეხბურთელი დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში. ეს პროფესიონალიზმია და ინდივიდუალური ამბიცია. თქვენ არ ხართ ბედნიერები, არ გსიამოვნებთ ეს ბევრი ქულების კარგვა, რაც ერთ მიზანს გვაშორებს, მაგრამ ხომ არსებობს სხვა სამიზნე ობიექტებიც."
"ჯერ მხოლოდ საკუთარი კლუბის სახელი გვაიძულებს ვიბრძლოთ თითოეულ თამაშში. ჩვენ წინსვლას განვაგრძობთ ყოველგვარი სისუსტეების გარეშე, პირადი სიამაყისთვის, საკუთარი თავისთვის და ჩვენი კლუბისთვის."
ის მოდრიჩის შეცვლასაც შეეხო: "მან ზედიზედ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მე არ მსურდა მისი შეცვლა, მაგრამ ეს სტრატეგიული მიზეზის გამო გავაკეთე. მე ჩავთვალე, რომ დი მარია ფლანგზე უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა გუნდს და ასეც მოხდა."
ინფორმაციის წყარო: marca.com
ლ.ჭ. halamadrid.ge – სთვის!
- 16 დეკემბერი 2012
- 4 948
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.