ბენზემა საფრანგეთის წლის ფეხბურთელად დაასახელეს
მადრიდის "რეალის" ფორვარდი კარიმ ბენზემა, საფრანგეთის წლის ფეხბურთელად დასახელდა.
კარიმს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, გაიტან რა "ლა ლიგაში" 21 გოლი და გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
“ამ ჯილდოს მიღებით ამაყი და ბედნიერი ვარ. მსურს ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც გამოკითხვაში ხმა მე მომცა."-განაცხადა ფრანგმა, რომელიც გადატვირთული გრაფიკის გამო დაჯილდოვებას ვერ დაესწრო.
ხუთეულში მოხვდნენ მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი ფრენკ რიბერი,"ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისი, "არსენალის" შემტევი ოლივერ ჟირუ და და “მარსელის” გამთამაშებელი მატიე ვალბუენა.
- 16 დეკემბერი 2012
- 1 456
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.