მორატას დიდი შანსი
როცა "სელტასთან" სათასო შეხვედრაში ბენზემამ ტრავმა მიიღო, მოურინიომ სათადარიგოთა სკამისკენ გაიხედა. მან მორატა "ვერ დაინახა" და მოედანზე კალეხონი შემოვიდა.
შაბათს კი ჟოზე ალბათ დაფიქრდა და გაანალიზა, რომ მიუხედავად ბენზემას დაბრუნება/არ დაბრუნებისა, იგი ვალდებულია მორატას შანსი მისცეს "ესპანიოლის" წინააღმდეგ.
მორატას ამ სეზონში რამდენჯერმე მიეცა თამაშის საშუალება. მან დაახლოებით 228 წუთი გაატარა მოედანზე. მასზე ცოტა მხოლოდ "რეალის" რიგით მესამე მეკარეს, ხესუსს აქვს ნათამაშები. ალბათ მიხვდით, რომ ეს ძალიან ცოტაა მორატასთვის, რომელსაც სავარაუდოდ დღეს მიეცემა ამ შედეგის გაუმჯობესების საშუალება.
თავისუფლად შესაძლებელია, პორტუგალიელი მწვრთნელი ხვდებოდეს იმას, რომ იგი შეცდომას დაუშვებს თუ ცენტრ–ფორვარდად რონალდოს ათამაშებს. მაგრამ წინა შედეგებიდან გამომდინარე, ახლა მოურინიოსთვის უმთავრესი არის შედეგი, ხოლო მეორე ხარისხოვანია შანსის მიცემა გამოუცდელებისათვის და სანახაობრივი თამაში. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს რონალდო შეასრულებს "9"–იანის ფუნქციებს და მორატა კვლავ ბოლო წუთებზე გამოჩნდება მწვანე მინდორზე.
ინფორმაციის წყარო: marca.com
ლ.ჭ. halamadrid.ge-სთვის!
- 16 დეკემბერი 2012
- 1 513
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.