ალბიოლი: "ცუდად ვგრძნობთ თავს"
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, რაულ ალბიოლმა, ერთიანობისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდა თავის თანაგუნდელებს, ხოლო ქომაგებს კი სთხოვა "ალკორკონთან" თამაშის დავიწყება.
- რა მოხდა "ალკორკონთან" მატჩში?
- თამაშის შემდეგ ძილი ნამდვილად არ მქონია, ძალიან ნაწყენი ვარ და ცუდად ვგრძნობ თავს, თუმცა ამაზე ყურების ჩამოყრა არ ღირს, რამეთუ ჩვენ კვირას მომავალი შეხვედრის გამართვა გვიწევს და იმაზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია.
- "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩი ერთობ მნიშვნელოვანია თქვენთვის...
- სწორედ ამ გუნდის რიგებში შედგება ჩემი დებიუტი პრიმერა დივიზიონში."ხეტაფეს" მადლობელი ვიქნები ყოველთვის.მე ამ გუნდთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს.კვირის თამაში კი მართლაც მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ჩემთვის.
- "ალკორკონთან" თამაშამდე, ამ გუნდის მონაწილეობით რაიმე ვიდეო თუ გქონდა ნანახი?
- რა თქმა უნდა.შედეგი იქნებოდა სხვანაირი, ჩვენ უკეთესად რომ გვეთამაშა, მაგრამ არაუშავს, საპასუხო შეხვედრაში დავამტკიცებთ, რომ "რეალი" საუკეთესოა.
- მადრიდელი ფეხბურთელები გაუგებრად მოქმედებდნენ მოედანზე...
- ამ მარცხს არანაირი გამართლება არ აქვს.ერთს ვიტყვი, რომ იმათმა კარგად დაიწყეს თამაში და სასურველ შედეგს მიაღწიეს.უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო ამ ორმატჩიანი დუელისა.ჩვენ გვაქვს შანსი საკუთარ კედლებში გამოვასწოროთ ყველაფერი და მერწმუნეთ, ამას ხელიდან არ გავუშვებთ.
- რატომ ფიქრობთ, რომ გუნდი არ იყო ერთიანი?
- ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ კოპა დელ რეიზე ბევრი იყო სიურპრიზები და საჭირო იყო თამაშის კარგად დაწყება, რათა მეტოქეზე უპირატესობა მოგვეპოვებინა თამაშის მსვლელობისას.სამწუხაროდ მასპინძლებმა უკეთესად დაიწყეს მატჩი და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
- გქონდათ თუ არა შეხვედრა ვალდანოსთან და პარდესასთან?
- არა.
- როგორ გრძნობდა თავს მწვრთნელი, თამაშის შემდეგ?
- ის ისევე როგორც ყველა, იმედგაცრუებულია.ჩემი აზრით, წაგების მთავარი მიზეზი მეტოქის სათანადოთ ვერ შეფასებაა.ჩვენ "სეგუნდა ბ" დივიზიონის გუნდთან წავაგეთ, თუმცა ეს გასაკვირი არაა, რამეთუ დღესდღეობით ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში.
- გუნდმა კრისტიანი რონალდუს გარეშე 5 თამაში ჩაატარა და აქედან მხოლოდ ერთში მოიპოვა გამარჯვება.ბევრმა დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ "რეალში" პორტუგალიელზეა ყველაფერი დამოკიდებული...
- რონალდუ და კიდევ სხვა ფეხბურთელებიც არ იყვნენ გუშინდელ თამაშში.რა თქმა უნდა კრისტიანო დიდი დანაკლისია, თუმცა აქ მის გარდა ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს.
- ერთი სიტყვით აღწერეთ გუშინდელი თამაში...
- ეს არ უნდა მომხდარიყო, თუმცა გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.
- რას იფიქრებ, მწვრთნელი რომ გადააყენონ?
- ჩვენ მხარს ვუჭერთ მანუელს და მის იდეებს.ვგონებ, ამ სპეცილისტთან ერთად წარმატებას მივაღწევთ.
- 28 ოქტომბერი 2009
- 1 917
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.