კასილიასი: "მეკარეებს იშვიათად აღიარებენ"
La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში, იკერ კასილიასი საინტერესო თემებს შეეხო.
"ვფიქრობ, დელ ბოსკეს ეკუთვნის საუკეთესო მწვრთნელი ჯილდო, რამეთუ მან ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ამავე აზრზე ვარ მოურინიოსთან მიმართებაში.ვგონებ, სწორედ ამ 2 მწვრთნელს შორის გათამაშდება "ოქროს ბურთი."იდეალური იქნება თუ, ორივეს გადასცემენ.ვისენტესაც და ჟოსესაც დიდად ვაფასებ."
"კაპიტანომ" სრულად გამორიცხა გვარდიოლას ვარიანტი: "ორიდან აირჩევენ გამარჯვებულს.მე არ შემიძლია იმის თქმა, თუ ვისი ხილვა მინდა.ბოსთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, ხოლო ვისენტესთან...კარგით, ესაა და ეს."
"გოლკიპერის მუშაობა მნიშვნელოვანია გუნდისათვის.ვფიქრობ, წარსულში დიდებული მეკარეები იყვნენ, რომლებიც იმსახურებდნენ აღიარებს, თუმცა "ოქროს ბურთის" გარეშე დარჩნენ."
- 14 დეკემბერი 2012
- 1 803
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.