"ცხრიანი" კვლავ ვაკანტურია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში, "რეალის" ცენტრალურ ფორვარდებს ბედი არ სწყალობთ.

როგორც იცით, ვიგოში გამართულ მატჩში, ლაზარეთში მყოფ გონსალო იგუაინს, კარიმ ბენზემაც შეემატა.მართალია, ფრანგის ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც ვარაუდობდნენ, თუმცა ფოვარდს მინიმუმ 1 თამაშის გამოტოვება მაინც მოუწევს.

მაშასადამე, უახლოეს დაპირისპირებაში, "ესპანიოლთან," მოურინიოს არჩევანის წინაშე დგას.პორტუგალიელს სპეციალისტს 2 ვარიანტი აქვს, რომელიც ან რონალდუს გადმოწევას გულისხმობს ცენტრში, ანდაც ახალგაზრდა მორატასთვის ნდობის გამოცხადებას.ალბათ, გახსოვთ "ლევანტესთან" თამაში, სადაც არც პიპიტა იღებდა მონაწილეობს და არც ბენზო.მაშინ, "განსაკუთრებულმა" დროებით კრიშტიანუს მოარგო "ცხრიანი," რომელმაც მართალია გოლი გაიტანა, მაგრამ ტრავმის გამო შესვენებაზე შეცვალეს.მატჩის მიწურულს, როდესაც ტაბლოზე 1-1 ფიქსირდებოდა, თავის გამოჩენის საშუალება ალვაროსაც მისცეს და ამ უკანასკნელმაც გამოიჩინა, გაიტანა რა გამარჯვების გოლი.

აქედან გამომდინარე, რონალდუსაც და მორატასაც, თანაბარი შანსები აქვთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ვალენსიელებთან შერკინებაში, "ცხრიანზე" მოთამაშე რონალდუს, კალეხონი და დი მარია უმაგრებდნენ გვერდს, ხოლო ახლა არგენტინელის სასტარტოში თამაში ნაკლებად სავარაუდოა, ბენზემას მცირე ხნიან მემკვიდრედ, ჭაბუკი უნდა მოგვევლინოს.

As.Com

პ.ს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა დადგეს "ცხრიანზე?" [მიიღეთ მონაწილეობა საიტის გამოკითხვაშიც]

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)