იგუაინი 2013 წელს დაუბრუნდება გუნდს
არგენტინელმა დღემდე ვერ მოიშუშა ტრამვა.
იგუაინი კვლავ განაგრძობს აღდგენით ვარჯიშებს "ვალდებებასის" სატრენაჟორო დარბაზში. გონსალო ვერ ახერხებს მომჯობინებას და შესაბამისად სავარჯიშო მინდორზეც ადრეა დაბრუნება.
თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, არგენტინელისათვის 2012 წლის სეზონი ნაადრევად დასრულდა. იგი ვერ მიიღებს მონაწილეობას "ესპანიოლისა" და მალაგას" წინააღმდეგ გასამართ მატჩებში.
შეგახსენებთ, რომ იგუაინმა ტრავმა 6 ნოემბერს "ბორუსიასთან" მატჩშში მიიღო. ტკივილები ფეხბურთელს ჯერ კიდევ მატჩის დასაწყისში აწუხებდა, თუმცა მისი შეცვლა მხოლოდ მეორე ტაიმში მოხდა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ პიპიტა ტრავმას 4 კვირაში მოირჩენდა. 19 ნოემბერს, როდესაც გუნდი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადებოდა იგუაინიც შეეცადა მონაწილეობა მიეღო, თუმცა მოედანი მალევე დატოვა.
"ჩვენ ყველაფერს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. გონსალოს გამოჯანმრთელების პროცესი გაიწელა, მაგრამ უახლოეს მომავალში იგი აუცილებლად დაგვიბრუნდება."-განაცხადა დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე აიტორ კარანკამ. ამის შემდეგ არგენტინელი არ გამოჩენილა "ვალდებებასის" სავარჯიშო მინდორზე. სავარაუდოდ, პიპიტა 2013 წლის პირველ მატჩსაც, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, გამოტოვებს.
- 13 დეკემბერი 2012
- 1 568
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.