შესაძლოა ბენზემამ მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშოს
მადრიდის "რეალი" შესაძლოა ძირითადი ფორვარდის გარეშე დარჩეს...
კარიმ ბენზემამ "სელტასთან" მატჩში, მოედანი, ნაადრევად, ტერფის დაზიანების გამო დატოვა. ფრანგმა ტრავმა მაშინ მიიღო, როდესაც სველ მინდორზე ფეხი დაუცდა. ფეხბურთელი ცდილობდა თამაშის გაგრძელებას, მაგრამ ფეხის ტკივილმა ამის საშუალება არ მისცა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კარიმმა შესაძლოა რამდენიმე კვირა გამოტოვოს. ამრიგად თუ გავრცელებული ცნობები სიმართლე,ა დარჩენილ მატჩებში, "ესპანიოლისა" და "მალაგას" წინააღმდეგ, ჟოზე მოურინიო ერთადერთი ფორვარდის ალვარო მორატას ამარად რჩება.
- 13 დეკემბერი 2012
- 2 332
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.