მოურინიოს პრეს-კონფერენცია
"ამ ორმატჩიან დაპირისპირებაში ფავორიტები ჩვენ ვართ და დარწმუნებული ვარ საბოლოოდ ასეც იქნება”-განაცხადა მწვრთნელმა, რომელმაც მოუწოდა ”თეთრების” გულშემატკივრებს 9 იანვარს ტრიბუნების გავსებისკენ. ”მეორე შეხვედრა იქნება ემოციებით დატვირთული თამაში, რომელშიც შედეგის წინააღმდეგ თამაში მოგიწევს და ხალხიც სახლში ემოციურად დატვირთული წავა.” მოურინიო ასევე შეეხო ვარანესაც: ”მან დღეს ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებას და მისი ტრავმა სამწუხაროა.”
”მომეწონა დღეს ”სელტას” თამაში და ვფიქრობ, რომ მათ დაიმსახურეს ეს მოგება. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი იმის გამოძახილია, თუ რაც ხდებოდა მოედანზე 90 წუთის მანძილზე, მაგრამ უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი გაეტანა, ნაცვლად ორისა, ჩვენ კი საერთოდ არ უნდა გაგვეტანა გოლი. სწორედ 1:0 იქნებოდა ლოგიკური შედეგი, ამიტომაც იყო, რომ მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ასეთი რეაქცია გვქონდა. მათ დაიმსახურეს მოგება, მაგრამ მე კვლავ ვფიქრობ, რომ ამ ორრაუნდიან დპაირისპირებაში ფავორიტები ჩვენ ვართ და ვფიქრობ , საბოლოო შედეგიც ასეთი იქნება. ჩემთვის დღეს აქ წაგება უფრო მისაღებია, ვიდრე წაგება ლიგაზე, ვინაიდან დრეს წაგების მოგვარების შანსი ჩვენ გვექნება მომდევნო შეხვედრაში. ლიგაზე კი ამის შანსი არ არის.”
”გუნდს შეუძლია მოგება და ის არის იმ კონდიციებში, რომ გაიმარჯვოს. არ მიყვარს პროცენტებისა და რაოდენობების თვლა, ეს თქვენი სტატისტიკოსების საქმეა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ გამარჯვებულები უნდა გამოვიდეთ ამ დაპირისპირებიდან. არა რამე ისტორიული ”comeback”-ი უნდა შევასრულოთ, არამედ უნდა მოვიგოთ. ჩვენ ვართ მოგებისთვის საჭირო კონდიციებში, ”სელტა” კარგი გუნდია და ყველაფერს გააკეთებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ვფიქრობ ჩვენს მოედანზე უფრო ემოციურად დატვირთული თამაში იქნება , თუ იქ მოვახერხებთ გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას. ესაა თამაში, რომელშიც ჩვენ აუცილებლად უდნა გავიმარჯვოთ და ვებრძოლოთ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებულ შედეგს. დარწმუნებული ვარ , ხალხი იმ დღეს სახლში ემოციურად დატვირთული წავა.”
- 12 დეკემბერი 2012
- 3 422
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.