დღეს მარსელო გასინჯეს

ვალდებაბასს დღეს ცნობილი ექიმი ვან დიჰკი სტუმრობდა...

როგორც მოგეხსენებათ მარსელოს ტრავმა ძალზედ აწუხებს სრულიად მადრიდულ პუბლიკას. მას ოპერაცია ცნობილმა ქირურგმა ვან დიჰკმა გაუკეთა, ახლა კი ჰოლანდიელი ექიმი ვალდებაბასში ეწვია ბრაზილიელ ფეხბურთელს და გადაწყვიტა გაესინჯა ის და დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი წესრიგშია.

როგორც ირკვევა მარსელოს გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. თავად ექიმი პროცესით კმაყოფილია. ბრაზილიელს სამი თვით უქმობა უწინასწარმეტყველეს, აღნინული პოერიოდის ნახევარი კი უკვე გასულია. მის დაბრუნებას ექიმები იანვრის ბოლოსთვის ვარაუდობენ.

მარსელომ ასევე დღეს მოიხსნა თაბაშირი და უკვე მის გარეშე შეუდგა საქმის კეთებას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მარსელოს ფიზიოთერაპია უტარდებოდა რაც ისევ გაგრძელდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბრაზილიელი დროს არ კარგავს და ყოველდღიურად ვალდებაბასის სპორტ ზალაში ასრულებს ფიზიკურ სამუშაობს რათა ფორმა არ დაკარგოს.

ფეხბურთელი აცნობიერებს და იცის, რომ უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება წინ ასე, რომ მან გადაწყვიტა საახალწლო არდადეგებზე არ გაემგზავროს ბრაზილიაში და აქტიურად შეუდგეს აღდგენით პროცესს. მისი დაბრუნება იანვრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება, მაგრამ როდის და რამდენ წუთს მიცემს სათამაშოდ მაურინიო ეს არავინ იცის. ფაქტია, რომ თებერვლის თვეში მარსელო მართლაც, რომ ძალზედ საჭირო იქნება გუნდისთვის.

  • tskito
  • 12 დეკემბერი 2012
  • 2 200
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)