რუი ფარიამ და კოენტრაომ იჩხუბეს
გაზეთი marca იტყობინება,რომ გუშინდელ ვარჯიშზე კოენტრაომ და მადრიდის ''რეალის'' ერთ-ერთმა მწვრთნელმა იჩხუბეს.
გუშინდელ ვარჯიშზე, მაურინიომ გუნდი ორად გაყო და ავარჯიშა. მწვრთნელმა ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ კოენტრაოს წინააღმდეგ ფრთხილად ეთამაშათ, რადგან ახლადმოშუშებული ტრამვა არ გართულებოდა.
რუი ფარიამ შენიშნა, რომ პორტუგალიელი მცველი ვარჯიშს ზერელედ უდგებოდა და მას შენიშვნა მისცა. მათი დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რასაც მცირე წაკინკლავებაც მოჰყვა. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ პროტესტის ნიშნად კოეnტრაომ ვარჯიში მიატოვა და გასახდელს მიაშურა
ჯერ-ჯერობით უცნობია დასჯიან თუ არა ფაბიოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მის მიერ ქცევის წესების დარღვევა პირველი არ არის.
MARCA.COM
- 11 დეკემბერი 2012
- 2 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.