ადანი: "კასილიასი მსოფლიოში საუკეთესოა"
სამეფო კლუბის მეორე კიპერმა, ანტონიო ადანმა, რომელიც დიდი ალბათობით, "სელტასთან" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, Bwin-თან ისაუბრა.
"ვიგოელები საკუთარ მოედანზე საკმაოდ ძლიერები არიან, შესაბამისად, ექსტრემალური ფოკუსირება გვმართებს.ჩვენი მიზანია სტუმრად გამარჯვების მოპოვება, რათა განმეორებითი თამაშის წინ, ხელსაყრელ პირობებში ვიყოთ.ჩემთვის ყველაზე კარგი, მატჩის გაშვებული გოლის გარეშე დასრულება იქნება."
"სამეფო კლუბში პაკო ბუიოსთან ერთად გავიზარდე.მას შემდეგ იყო ბადო ილგნერი, რომელიც დიდებულად ირჯებოდა, ხოლო ბოლოს პირველი მეკარე გახდა იკერ კასილიასი."კაპიტანომ" 9 წლის ასაკიდან დაიწყო მადრიდის ღირსების დაცვა.ის მსოფლიოს საუკეთესოა."
"მესამე წელია მოურინიოს განკარგულებაში ვარ.ჟოზე ყოველთვის მესაუბრება და მარწმუნებს.ის ყოველთვის მაძლევს თავის გამოჩენის საშუალებას, როდესაც ამის შანსი არსებობს.ვფიქრობ, იკერის არცერთ დუბლიოს, არ ჩაუტარებია ამ რაოდენობის თამაშები სასტარტო შემადგენლობაში.ვაფასებ მწვრთნელი ამდაგვარ მიდგომას."
"თითოეული ფეხბურთელი ტიტულებზე ფიქრობს."კოპა დელ რეის" მოგება დიდებული იქნება, რამეთუ ის განსაკუთრებული ტურნირია და გულშემატკივრების ფავორიტი.ჩვენთვის სამეფო თასი დანარჩენი გათამაშებებისაგან არ განსხვავდება."
"ვგონებ, რთულია 1 სიტყვით აღწერო სამეფო კლუბი.რეკორდები, ტიტულები და ისტორია, ეს "რეალის" ძირითადი ფასეულობებია, თუმცა ჩემზე რომ იყოს, ისტორიას ავირჩევდი."
- 11 დეკემბერი 2012
- 1 322
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.