ადანი, მოდრიჩი და ესიენი "სელტასთან" ძირითადში იქნებიან
marca-ს ინფორმაციით სამეფო თასის შეხვედრაში "რეალის" კარს ანტონიო ადანი დაიცავს. შეტევებს ორგანიზებას მოდრიჩი გაუწევს, ხოლო მოწინააღმდეგეთა იერიშების ჩაშლას ესიენი შეეცდება.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, მოურინიომ გადაწყვიტა "სელტას" წინააღმდეგ ადანი სრულად ათამაშოს. როგორც ჩანს, მადრიდელ ფეხბურთელს მწვრთნელი ენდობა და მის გამოყენებას სათასო შეხვედრებში აპირებს. მოგეხსენაბათ ადანმა "ალკოიანოს" წინააღმდეგ ორივე შეხვედრა სრულად ითამაშა. მან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც მოასწრო ასპარეზობა. ეს მოხდა "აიაქსის" წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში.
მოურინიოს ნდობა ამ ფეხბურთელისადმი არაა გამოწვეული იმით, რომ სამეფო თასი ნაკლებად პრიორიტეტეულია გუნდისთვის. ამას თქმის უფლებას გვაძლევს "რეალის" შედეგები "ლა ლიგაში". აქედან გამომდინარე, გუნდს კარგი შანსი აქვს სამეფო თასს დაეუფლოს.
პორტუგალიელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სასტარტო თერთმეტეულში შევა ლუკა მოდრიჩიც. ხორვატი არ იყო ძირითადში "ვალიადოლიდთან" შეხვედრაში და ახლა მოურინიო თავის გამოჩენის საშუალებას მისცემს.
სავარაუდოდ, მაიკლ ესიენსაც ძირითადში ვიხილავთ. მას თითქმის ერთი თვე გაუცდა. მან ეს დრო ლონდონში გაატარა "ჩელსისთან" ერთად. სადაც იგი ფორმის შენარჩუნებას ცდილობდა.
ინფორმაციის წყარო: marca.com
შეგახსენებთ, რომ ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია არაა ოფიციალური და იგი მხოლოდ marca-ს ვარაუდია.
ლ.ჭ. halamadrid.ge - სთვის!
- 11 დეკემბერი 2012
- 1 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.