არბელოას კომენტარი
ალვარო არბელოამ განაცხადა, რომ იგი ძალიან დათრგუნულია გუნდის წაგებით და ორმაგად უფრო განიცდის იმას, რომ საკუთარ კარში გაიტანა გოლი...
,,ამაზრზენად ვითამაშეთ, ფეხბურთელებს ძალიან გვიჭირდა ერთმანეთის გაგება, ყველაფერი თავდაყირა იდგა, ჩვენთვის ეს წაგება ძალიან დასანანი და გულსატკენია".
,,როდესაც საკუთარ კარში ჩავჭერი ბურთი დავითრგუნე და ამის შემდეგ მთელი მატჩის მანძილზე ვცდილობდი მოვსულიყავი გონს, მართლაც ძალიან რთულია როდესაც საკუთარ კარში გაგაქვს გოლი და გულშემატკივრები გძრახავენ".
,,ინჩასებს დიდ ბოდიშს ვუხდი, ჩვენ მართლაც სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ, ასეთ შედეგს არავინ მოელოდა მაგრამ ფაქტი სახეზეა, ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მზადებას ხეტაფესთან მატჩისთვის, იმ შეხვედრაში წარმატების მიღწევა აუცილებელია იმისთვის, რომ მილანთან კარგი განწყობით გავიდეთ მოედანზე" - განაცხადა ახალგაზრდა მცველმა.
- 28 ოქტომბერი 2009
- 3 207
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.