ვინ ითამაშებს დაცვის მარცხენა ფლანგზე?
მოურინიოს კვლავ მარცხენა მცველის პრობლემა აქვს. კოენტრაომ აიაქსთნ მატჩში დაზიანება მიიღო, მარსელო კი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.
არბელოა და ნაჩო განაპირა მცველები არიან, რომლებსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლიათ თამაში, თუმცა ჟოზემ რამდენიმე შეხვედრაში ესიენს ანდო ეს პოზიცია, სადაც განელი ნახევარმცველი თავს არაკომფორტულად გრძნობს, თან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაიკლსაც ტრავმა აწუხებს.
მოურინიოს არ სურს დაცვის ცენტრში გაბატონებული წყვილის პეპე-რამოსის დაშლა და სერხიოს მარჯვენა ფლანგზე გადაყვანა, ამიტომ დღევანდელ შეხვედრაში დიდია ალბათობა იმისა, რომ ნაჩო ფერნანდესმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს თამაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჟოზემ უკვე გამოცადა ახალგაზრდა ფეხბურთელი აიაქსთან მატჩში ორივე ფლანგზე (შეგახსენებთ იმ შეხვედრაში ნაჩომ მარჯვენა მცველად დაიწყო თამაში, თუმცა მას შემდეგ რაც კოენტრაომ ტრავმა მიიღო კანტერანო მარცხნივ გადავიდა) და სავარაუდოდ დასკვნებსაც გამოიტანდა.
- 8 დეკემბერი 2012
- 1 330
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.