საჯარიმოების მეფე ლა ლიგაში
7 თვის მერე რონალდომ კვლავ მოახერხა ჯარიმით მეტოქეთ კარის აღება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრიშტიანომ ლა ლიგაში გადმოსვლის შემდეგ მოიპოვა ჯარიმების მეფის ტიტული. დაახლოებით სამ წელიწად ნახევარში მან 11 გოლი "შეაგდო" საჯარიმო დარტყმით. ამ პერიოდში გატანილი გოლების რაოდენობით მას მოსდევს ლიონელ მესი, რომელმაც 6 გოლს მოუყარა თავი. მესამე ადგილზე სანტი კაზორლაა რომელმაც 5 ჯერ შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება. მეოთხეზე კი ჩავი 4 გოლით.
2009-2010 სეზონში რონიმ 3 გოლს მოუყარა თავი საჯარიმო დარტყმით. საუკეთესო მაჩვენებელი მას 2010-11 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც ამ გზით 5 ჯერ დალაშქრა მეტოქეების კარი. გასულ წელს კი მხოლოდ 2 ბურთის შეგდება მოახერხა. მას მესიმ (3 გოლით) და კაზორლამ (4 გოლით) აჯობეს.
- 8 დეკემბერი 2012
- 2 400
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.