ალფრედო რელანოს აზრი ”მადრიდის რეალზე”

გთავაზობთ გამომცემლობა AS-ის მთავარი რედაქტორის-ალფრედო რელანოს მოსაზრებას ”მადრიდის რეალსა” და მის ფეხბურთელებზე.

იმ დროს , როცა ყველა კიდევ ერთხელ საუბრობს და იხილავს ჟოზე მოურინიოს პიროვნებას, მის მუშაობას, მის მიერ ”მადრიდის რეალთან” არსებული კონტრაქტის შესრულებას/არ შესრულებას, თავად პორტუგალიელი მშვიდადაა და მეთოდურად აკეთებს თავის საქმეს. მოურინიოს დადანაშაულება შეიძლება ნებისმიერ რამეში, მაგრამ პროფესიონალურად და ხარისხიანად მუშაობას, თუ არ მივაქცევთ ყურადღებას მის მიმართ კრიტიკას და სხვა შინაგან ფაქტორებს, მას ვერ დაუწუნებ. უფრო და უფრო ცხადია, რომ სიტუაციებში, რომელთა პროვოცირებასაც უმეტეს შემთხვევაში თავად ახდენს, ის ახერხებს ცივი გონების შენარჩუნებას და არ ავიწყდება თავისი პირდაპირი მოვალეობები. ირგვლივ ყველა ხმაურობს და ყვირის, ის კი მშვიდადაა და თავის საქმეს , მოვალეობებს ასრულებს, ამასთან ყველაფერს აკეთებს, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. ამ ყველაფერთან ერთად ცხადია ისიც, რომ ყველაზე დელიკატურ და კონფლიქტურ სიტუაციებშიც კი გუნდი, ფეხბურთელები და თვითონ თამაში მისთვის პირველ ადგილზე დგას. იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ მოურინიო მიუხედავად ყველაფრისა ბოლმდე არის ჩაფლული თამაშში, არის თუნდაც კაპიტნის სამკლაურთან დაკავშირებული ამბები ”აიაქსითან” შეხვედრაში.

რაც შეეხება თავად თამაშ, ”მადრიდის რეალმა” ძალიან კარგად დაიწყო, ხოლო საშუალოდ დაასრულა. მიუხედავად ამისა, არ ღირს თავად თამაშზე მკაცრად ვისაუბროთ, ვინაიდან გუშინდელ შეხვედრას მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ სამეფო გუნდის აკადემიის ფეხბურთელებისთვის ქონდა. ყველა სხვა დანარჩენისგან კიდევ ერთხელ უნდა გამოვყოთ ხოსე კალეხონი, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის, როცა მოედანზე გამოდის, ძალიან კარგად გამოიყურება. ”მადრიდის რეალის” მასშტაბის გუნდისთვის ასეთი ფეხბურთელები ჰაერივით საჭიროა. ერთი მხრივ ისინი მუდამ მზად არიან ხარისხიანად შეასრულონ მწვრთნელის დავალებები, ხოლო მეორე მხრივ-მშვიდად უყურებენ თავიანთ როლს სუპერკლუბში, არ აწყობენ მანიფესტავიბს იმის გამო, რომ მათ ყოველთვის არ აყენებენ ძირითადში. გუშინდელ შეხვედრაში კალეხონი მთავარი გმირი იყო, მაგრამ არა ერთადერთი. ჩვეულ მაღალ დონეზე ითამაშა შეტევაში კრიტშტიანო რონალდუმ , კაკა და ლუკა მოდრიჩიც კარგად გამოიყურებოდნენ. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა მეტოქის განადგურებამდე, მიუხედავად თამაშის ბოლო ნახევარ საათში აშკარად მოდუნებისა.

მიუხედავად ამისა, კრიშტიანო რონალდუს მე პირადად გამოვყოფდი ყველაზე მეტად. არ ვამცირებ ”მადრიდის რეალის” შემტევ ნახევარმცველების ღირსებებს, მაგრამ არცერთ მათგანს (არც იოზილს, არც მოდრიჩს და არც კაკას) არ შეგვიძლია ვუწოდოთ ფეხბურთელი, რომელიც გარანტირებულად შეძლებს მაღალი კლასის ჩვენებს ერთ კონკრეტულ შეხვედრაში. იგივეს თქმა შეიძლება ცენტრალური თავდამსხმელებზეც. კარიმ ბენზემაც და გონსალო იგუაინიც ატარებენ შესანიშნავ მატჩებს, მაგრამ მათ მოსდევს საშინელი შეხვედრებიც. აი კრიშტიანო კი თითქმის ყოველთვის კარგად გამოიყურება. მაშინაც კი, როცა აკრიტიკებენ, უნდა გვითვალისწინოთ, რომ როგორც წესი, მას სხვებთან მიმართებაში უფრო მკაცრი კრიტერიუმებით აფასებენ. უბრალოდ კარგი და არა გამორჩეული შეხვედრის შემდეგ , პორტუგალიელს მუდამ ხვდება ჟურნალისტებისგან. ამიტომაც იმისთვის, რომ გუნდმა მოიგოს ”მადრიდის რეალისთვის” ასე დიდხანს ნანატრი მეათე პრიზი ვამბობ, რომ საჭირო არიან კრიშტიანო რონალდუ და კალეხონი. ანუ, სტაბილური და სანდო ძირითადი შემადგელობა, რომელიც მუდამ მზად იქნება უმაღლესი კლასის საჩვენებლად და ნიჭიერი რეზერვი, რომელზე დაყრდნობაც შეიძლება ყოველგვარი ეჭვის გარეშე.

ალფრედო რელანო AS-ის მთავარი რედაქტორი

  • shvela
  • 6 დეკემბერი 2012
  • 2 671
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)