კასილასის ინტერვიუ
მომავლის მიზნები
”ვფიქრობ, არავის არ გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ჩემი მთავარი მიზანი არის ევროპის ჩემპიონთა თასზე გამარჯვება, რომელიც ჩვენ დიდი ხანია არ მოგვიგია. ეს ყველაზე მთავარი მიზანია, მაგრამ არა ერთადერთი. ასევე ღმერთს საშობაო საჩუქრად ვთხოვდი, რომ ”ბარსასთან” არსებული თერთმეტქულიანი და ”ატლეტიკოსთან” არსებუი ხუთქულიანი ჩამორჩენის ლიკვიდრება მოეხდინა. ეს ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა.”
ჟოზე მოურინიოზე
”როცა ის ჩვენზე გაბრაზებულია, ეს იმიტომ, რომ არ შევასრულეთ მისი დავალებები თამაშში ან უბრალოდ ცუდად ვითამაშეთ. ის მუდამ პირდაპირ ამბობს იმ სათქმელს, რასაც ფიქრობს. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ვაფასებთ მწვრთნელის ამ თვისებას, რომ შეუძლია გულახდილი იყოს ფეხბურთელებთან. კარგი ადამიანია თუ არა? დიახ, ის არამხოლოდ გამორჩეული მწვრთნელი, არამედ ორგანიზებული ადამიანია, რომელსაც მე დიდი პატივისცემით ვეპყრობი.”
ოქროს ბურთზე
”აუცილებელია, რომ მომავალშიც გავაგრძელო ოქროს ბურთისთვის ბრძოლა, იმისთვის რომ გოლკიპერთა ეს დისკრიმინაცია დავამხო. ვფიქრობ , რომ მნიშვნელოვანი და ლამაზი ე.წ. ”სეივი”, რომელსაც მეკარე ასრულებს , გულშემატკივრებს იმაზე ნაკლებ სიხარულს არ ანიჭებს, ვიდრე გატანილი გოლები.”
ფეხბურთიდან წასვლაზე
”ვითამაშებ მანამდე, სანამ შემეძლება ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანა. ეს, დამიჯერეთ რომ ძალიან რთულია ასატანია, ვიდრე ფიზიკური. პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრებაში რამოდენიმე უპირატესობები არსებობს ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით, მაგრამ ჩვენზე ზეწოლა კოლასალურ ზეგავლენას ახდენს. იდეალურ შემთხვევაში მინდა კარიერა 35 ან 36 წლისამ დავასრულო, როცა ”მადრიდის რეალთან” კონტრაქტი დამისრულდება. სხვა გუნდში და კლუბში თამაში? გულში ხელებს ვერ დავირტყამ და ვერ ვიტყვი, რომ ეს არასდროს არ მოხდება. ამჟამად არ წარმომიდგენია მე ჩემი თავი ”მადრიდის რეალის” გარდა სხვაგან, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება მომავალში. ნებისმიერ შემთხვევაში, ვამჯობინებ, რომ ესპანეთის გარეთ ვითამაშო, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ მომიწიოს მოედანზე ”მადრიდის რეალის” წინააღმდეგ გამოსვლა.”
- 6 დეკემბერი 2012
- 1 846
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.