პეპე : "მეტოქეს მნიშვნელობა არ ექნება"
სამეფო კლუბის პორტუგალიელმა მცველმა, პეპემ განაცხადა, რომ იგი დიდი ინტერესით არ ელოდება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრას, რადგან მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, "ბლანკოსი" ყველა ვარიანტში ფავორიტია...
"გუნდს მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგაზე აქვს გადატანილი, პრიმერა დივიზიონში საქმე კარგად ვერ მიგვდის, რადგან სეზონის სტარტი მეტად ცუდი გამოდგა. ვფიქრობ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება თავისუფლად შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის დაუღალავი შრომა იქნება საჭირო, ჩვენი შემადგენლობა ნებისმიერი გადამწყვეტი მატჩის მოგებისთვის მზად არის."
"მოურინიო უდიდეს სამუშაოს ატარებს, მისთვის მთავარი შიდა სიტუაციის ჰარმონიულობაა, ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ გუნდში მეგობრული სიტუაცია სუფევს და არამგონია რამე ხარვეზი გაჩნდეს."
- 5 დეკემბერი 2012
- 2 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.