მოურინიოს პრეს-კონფერენცია
მოურინიომ აღნიშნა ”მადრიდის რეალის” მიერ ნაჩვენებ შედეგები მისი მოსვლის შემდეგ: ”როცა აქ მოვედი, ”მადრიდის რეალი” არ იყო ძლიერებში და ის 1/8 ფინალსაც კი ვერ ცდებოდა. ბოლო სამი სეზონის მანძილზე ყოველწლიურად ჯგუფიდან ძალიან იოლად გავდივართ, არასდროს გვქონია ისეთი სიტუაცია, როცა ბოლო მატჩი გვიწყვეტავდა გასვლა არგასვლის საკითხს და ბოლო 18 შეხვედრიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი მათგანი წავაგეთ. ორი წელია ჯგუფში პირველ ადგილზე გავდივართ. წინა წელს 18 ქულით რეკორდიც კი დავამყარეთ და მიმდინარე წელს კი სიკვდილის ჯგუფიდან მოვახერხეთ გასვლა.”
მოდრიჩზე საუბრისას მან აღნიშნა: ”კარგად ითამაშა, ჩვენთან ერთად კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ნებისმიერი გულმართალი კაცი იტყვის, რომ ის მნიშვნელოვანი შენაძენია ”მადრიდის რეალისთვის”. ის პოტენციური ძირითადის ფეხბურთელია ამ გუნდისთვის. ყველას არ შეუძლია თამაში, მაგრამ მას მაღალი დონე აქვს. როცა ყველანი ერთად ვთამაშობდით, მანაც კარგად ითამაშა და ჩვენც. შემდეგ ჩვენ რამოდენიმე ხნის მანძილზე ორი გუნდი გვყავდა. ჩვენ ვუტევდით და ვიცავდით თავს ოთხიდან ექვსამდე ერთდროულად. ვფიქრობ, რომ არ განმეხორციელებინა შეცვლები, ვერ შევძლებდით ამ თამაშის მოგებას. ამის შემდეგ გუნდი უფრო დაბალანსებული გახდა და გუნდმაც უფრო კარგი ფეხბურთი აჩვენა”
მოურინიომ ისაუბრა ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც: ”ნაჩომ იმიტომ ითამაშა, რომ არბელოას არ შეეძლო თამაში და ის პირველი გუნდის ფეხბურთელია. მისი გვჯერა, ის ”კასტილიაში” როგორც ფლანგის მცველი არ თამაშობს, მაგრამ მიუხედავად ამისა კარგი მოძრაობები აქვს, მაგრამ მას ვაკვირდებით და ის ჩვენთან ერთად ივარჯიშებს, როგორც ფლანგის მცველი. ძლიერი ხასიათი აქვს და ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრების მისთვის პრობლემა არ იქნება. ძალიან კონცენტრირებული იყო და არ დაუშვია შეცდომები. კარგად თამაშობდა, როგორც მარცხნივ , ასევე მარჯვნივ დაზღვევაზე და როგორც ყოველთვის, მე მისი ნაჩვენები თამაშით ძალზედ გახარებული ვარ.”
ხოსე როდრიგესთან დაკავშირებით კი განაცხადა: ”ის მორიგი პროგუქცია, რომელიც ჩვენ მოგვწონს. სამწუხაროა, რომ ”კასტილიას” რიგებში ძირითადის ფეხბურთელად არ თამაშობს, მაგრამ მოგვწონს ის და მისი მონდომება. მას ის თვისებები აქვს, რაც ჩვენ გვხიბლავს. 17 წლის ასაკში კიდევ დიდი დრო აქვს პროგრესისთვის და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 20 წლის ასაკში რა დონეზე ითამაშებს ”მადრიდის რეალში”. 17 ასაკში შეგიძლია ის ათამაშო სათასო შეხვედრებში, ჩემპიონთა ლიგაზე, მას ძლიერი ხასიათი აქვს და ვიცი, რომ ეს სათამაშო დრო მასზე ცუდად არ იმქომედებს.”
მოურინიო ასევე შეეხო მორატასა და ჩერიშევს: ”მორატა პირველი გუნდის ფეხბურთელია, რომლის წინაც იგუაინი და კარიმ ბენზემა არიან. ის პროგრესირებს და ყოველ წუთს, რომელსაც მას ვაძლევ, წინაზე უკეთესად თამაშობს. დღეს მან 10 წუთი ითამაშა, გუშინ მორიგი 10 წუთიი, ხვალ მორიგ 10 წუთს ითამაშებს. ”მალიორკასთან”, ”ლევანტესთან” ითამაშა, ასევე თასზეც... ცუდია, რომ ჩერიშევისთვის დრო ვერ გამოვნახეთ. ის ძალიან მოგვწონს. შეგვეძლო მისთვისაც მიგვეცა შანსი, მაგრამ რადგანაც პეპეს მოუწია თამაშმა, ამიტომ ეს ვერ მოვახერხეთ.”
”ყველა გუნდს უნდა ვცეთ პატივი, მაგრამ პირველ ადგილზე როცა გადიხარ, მაშინ ფიქრობ, რომ შენ ეს დაიმსახურე უკეთესი ბედის, კენჭისყრის წყალობით. რომელიმე პირველადგილოსანი გუნდს იმედი ქონდა, რომ გაუმართლა კენჭისყრისას უფრო მეტად, ვიდრე ”მადრიდის რეალს” , მაგრამ მათ ”მადრიდის რეალის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაშისთვის მზად ვართ, მაგრამ ამ ეტაპზე თასისა და ლიგის შეხვედრებზე ვფიქრობთ.”
მის მიერ ნათამაშევ ფეხბურთელების შეფასებისას მან აღნიშნა: ”კალეხონი მუდამ ჩემს ფიქრშია და მუდამ ვფიქრობ მას. ყოველთვის, ვინაიდან როცა მას თამაში უწევს, ის ან ძალიან კარგად თამაშობს ან მინიმუმ კარგად მაინც, მოედანზე ყველაფერს ტოვებს და უხარია, როცა თამაშის საშუალებას ვაძლევთ.”
- 5 დეკემბერი 2012
- 1 888
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.