კაკას ინტერვიუ
“ამ სეზონში მე უფრო ცოტას ვთამაშობ, მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც უნდა ვაკეთო და ველოდები ჩემს შანსს. ყოველთვის პატივს ვცემდი და დღემდე ასეა მწვრთნელის გადაწყვეტილებას. ”აიაქსის” წინააღმდეგ მა მე შანსი მომცა და ვფიქრობ, რომ მე ეს შანსი გამოვიყენე. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გოლი იყო და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტ გოლს გავიტან, რაც ”მადრიდის რეალს” დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება და განსაკუთრებული ღამე იყო.”
”მე ბევრი გოლი გამიტანია, მაგრამ ესეც კარგი გამომივიდა. მომდევნო ეტაპზე მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლველად.” მან ასევე ისაუბრა ”მადრიდის რეალში” არსებულ სიტუაციაზე: ”ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა აქ დარჩენა. კარგად ვგრძნობ თავს და გუნდთან კონტრაქტიც 2015 წლამდე მაკავშირებს. იმედი მაქვს გავიგებ კლუბის აზრს და მათ გადაწყვეტილებას. ზაფხულში მოვახერხებთ პრობლემების გადაწყვეტას. გავაგრძელებ ვარჯიშს და ყველაფერ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი.”
ბოლოს მას კითხეს მის გამოუძახებლობაზე ”ალკოიანის” წინააღმდეგ და ურთიერთობაზე მოურინიოსთან: ”ცოტა გაკვირვებული ვიყავი, ვინაიდან რამოდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა და მეც შემეძლო თამაში. ყოველთვის პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. მოურინიოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.”
- 5 დეკემბერი 2012
- 2 195
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.