ისევ კალეხონი

ხოსე კალეხონი უკვე 18 თვეა რაც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ის ამ პერიოდში იყო სამართლიანობის, მოთმინებისა და დაუღალავი შრომის მაგალითი იყო. ის არასოდეს წუწუნებდა მის როლზე სამეფო კლუბში, როდესაც მოედანზე გამოდიოდა ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ახლა კი ის უფრო მეტს იმსახურებს.

კალეხონი აიაქსთან მატჩში ერთ-ერთი მთვარი მოქმედი გმირი იყო. ხოსეს ისევე როგორც მის სხვა თანაგუნდელებს დასამტკიცებელი ჰქონდა მოურინიოსათვის, რომ იგი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე სათადარიგო სკამზე ჯდომას. მან ორჯერ დაარტყა კარში და ორივეჯერ გოლი გაიტანა. პირველად მოდრიჩის, ხოლო მეორეჯერ მორატას პასით.

მოურინიოს მიმიკებზე კმაყოფილება ეტყობოდა, მატჩის შემდეგ კი მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "კალეხონზე ყოველთვის ვფიქრობ, რადგან ის ბოლომდე იხარჯება მოედანზე და ბრწყინვალედ ასპარეზობს."

გასული წლის ნოემბერში მოურინიომ კალეხონის ზურგი გამოიყენა იმისათვის, რომ აღენიშნა რონალდუს მიერ ვალენსიას კარში გატანილი გამარჯვების გოლი (ალბათ გახსოვთ როგორ შეახტა პორტუგალიელი მწვრთნელი ხოსეს). მეორე დღეს კატალონიელმა იუმორისტებმა დაიწყეს ხუმრობა, აი როგორც იქნა ჟოზემ მოუძებნა დანიშნულება კასტილიელებს. მაგრამ კალეხონმა 37 მატჩში გატანილი 15 გოლით ყველას დაუმტკიცა, რომ იგი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ 37 შეხვედრიდან აბსოლუტურ უმრავლესობაში ის სათადარიგოდან შემოდიოდა მოედანზე.

კალეხონი ჩემპიონთა ლიგაში გასულ სეზონში 2-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში, დინამოს ზაგრებთან და აიაქსთან. ორივეჯერ მან დუბლი გაიფორმა. პლიუს ამას გუშინდელი შეხვედრა და კიდევ ერთი დუბლი. დი მარია შესანიშნავად ასპარეზობს თავის პოზიციაზე და ბოლომდე იხარჯება, თუმცა ხოსემ დაანახა მოუს, რომ ანხელის ადგილი ურყევი არ არის.

იგივე ეხება ესპანეთის ნაკრებსაც, რამდენიმე დღის წინ დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ბარსელონადან შესაძლოა 14 ფეხბურთელი გამოიძახოს. კალეხონზე კი მინიშნებაც არ გაუკეთებია. როგორც ჩანს მადრიდელთა 21-იანს, ესპანეთის ნაკრებში არ აფასებენ. თუმცა მისმა კარგმა თამაშმა შსაძლოა დააფიქროს "ულვაშა" და შანსი მისცეს კანტერანოს.

მიუხედავად ყველაფრისა, კალეხონი გაეკუთვნება იმ ფეხბურთელთა რიცხვს, რომლებსაც მოურინიო ყველაზე მეტად აფასებს. ის ყოველთვის მოძრაობს, ეხმარება გუნდს დაცვაში, იტანს გოლებს და პატივს სცემს კლუბის ღირებულებებს. ის აგრეთვე არის ახალგაზრდა კანტერანოებისათვის მისაბაძი მაგალითი, რომლებიც ოცნებობენ, რომ ერთ დღესაც ისინი მოხვდებიან პირველ გუნდში. ახლა ხოსე საუკეთესო ფორმაშია. მისი დრო მოვიდა!

სპეციალურად Goal.Com-ისათვის, ბენ ჰეივორტი.

  • SunSay
  • 5 დეკემბერი 2012
  • 1 854
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)