"შენ არა, პეპეს!"
მოგეხსენებათ, "აიაქსთან" დაპირისპირებაში, მადრიდელ ფეხბურთელებს კაკა კაპიტნობდა.
მოურინიომ ბრაზილიელი შემტევის შეცვლა, 72-ე წუთზე გადაწყვიტა.მწვანე მინდორის დატოვებამდე, რიკარდომ კაპიტნის სამკლაური მოიხსნა და შეცვლაზე შემოსულ ხოსე როდრიგესს გადასცა.ამ უკანასკნელმა კი, სამკლაური ანტონიო ადანს მიურბენინა.თითქოს აღნიშნულში გასაკვირი არაფერი იყო, რომ არა მოურინიოს რეაქცია.პორტუგალიელმა სპეციალისტმა კასილიასის დუბლიორს მოუწოდა, რომ კაპიტნის სამკლაური პეპესთვის გადაელოცა.
საბოლოო ჯამში, მატჩის დასრულებამდე, პეპე მოგვევლინა "რეალის" კაპიტნად.
აქვე გეტყვით, რომ ხოსე ისტორიაში შევიდა, რამეთუ ის ყველაზე ახალგაზრდა მადრიდელია, რომლის დებიუტიც შედგა ჩემპიონთა ლიგაზე (17 წლისა და 354 დღის).აქამდე ამ ტიტულს რაული ატარებდა.ლეგენდარული "ელ კაპიტანო" 18 წლისა და 77 დღის გახლდათ, როდესაც "რეალს" მაისური მოირგო პირველად პრესტიჟულ ტურნირზე.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი, ბაბაიაროა (16 წლისა და 87 დღის)
ინფორმაციის წყარო: as.com
- 4 დეკემბერი 2012
- 3 879
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.