კარვალიუს "შვილობილი"

ახალგაზრდა ხოსე როდრიგესს, მადრიდის "რეალის" გასახდელში, მაღალი კლასის "ნათლიმამა" ჰყავს.

კასტილიელი ფეხბურთელის საუკეთესო მეგობარი, სამეფო კლუბის პირველი შემადგენლობის რიგებში, მასზე 17 წლით უფრო რიკარდუ კარვალიუა.პორტუგალიელი მცველი, ძალზედ ეხმარება ხოსეს პირველი ნაბიჯების გადადგმაში.კარვალიუ მუდამ რჩევებსა და მითითებებს აძლევეს ახალგაზრდას.

"ალკოიანოსთან" სადებიუტო მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, როდრიგესმა, ყველაზე თბილი მილოცვა სწორედ რიკარდუსგან მიიღო.თამაშის შემდეგ, კასტილიელმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა "მამობილს."

"კოპა დელ რეის" განმეორებით მატჩში, ხოსეს ყვითელი ბარათით მოუწია მოედანზე გარკვეული პერიოდის გატარება.ქვედალიგელებთან თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში, უკვე გაყვითლებულმა ყმაწვილმა, უხეშად ითამაშა და მსაჯთან შელაპარაკება სცადა, რასაც შესაძლებელია წითელი ბარათი მოჰყოლოდა, თუმცა კარვალიუმ მყისვე სცადა პრობლემების თავიდან აცილება, მივიდა რა ხესესთან და დაამშვიდა ის.

ამასთან, ხოსესა და რიკარდუს სიახლოვე იმაში გამოიხატება, რომ ისინი თითქმის ერთად მოდიან ვარჯიშებზე, ხოლო მგზავრობის დროსა და სათადარიგოზე, ერთმანეთის გვერდით დაჯდომას ამჯობინებენ.

ერთი სიტყვით, როდრიგესს ნამდვილად გაუმართლა, რამეთუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ადამიანთან უწევს ურთიერთობა.

ინფორმაციის წყარო: marca.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)