ლუკა: "ვიმედოვნებ, მოუ დიდხანს დარჩება ჩვენთან"
ამსტერდამელებთან დაპირისპირებამდე, ლუკა მოდრიჩი, მთავარ მწვრთნელთან ერთად გამოცხადდა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
ხორვატმა გამთამაშებელმა, ჟურნალისტებთან კომუნიკაცია, დამრიგებლის აქებით დაიწყო: "მოურინიოს კიდევ რამდემიემ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან და ვიმევონებ, დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ჩვენთან.ვეთანხმების მის აზრს.თუ ჩვენ ვიითამაშებთ ისე, როგორც "ატლეტიკოსთან," ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ვიქნებით."
""აიაქსი" ძლიერი გუნდია.ისინი ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.ამსტერდემალებთან ორჯერ მომიხდა პაექრობა, ზაგრების "დინამოს" რიგებიდან.გამოვარჩევდი ერიქსენს, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია."
""სანტიაგო ბერნაბეუ" ფანტასტიკური სტადიონია.ამაღელვებელი მოვლენაა, როდესაც 80 ათასი ქომაგის წინაშე გიწევს ბურთიის გაგორება.ვცდილობ, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო იმ წუთებისაგან, რომლებსაც მოედანზე ვატარებ.ესპანურ პრიმერაში ადვილია როდია თამაში, განსაკუთრებით სტუმრად.თითოეული გუნდი ტექნიკურად ძლიერ ფეხბურთს აჩვენებს, ამიტომაც თუ შენი პოზიციას არარის სწორი, განწირული ხარ."
"ვფიქრობ, ჩემი ადაპტაცია წარმატებულად მიმდინარეობს.როდესად მადრიდ გადმოვდიოდი, ვთქვი, რომ რომელ პოზიციაზეც არ უნდა მეთამაშა, ვეცდებოდი საუკეთესო წარმომეჩინა საკუთარი თავი და მაქსიმალურად გამომეყენებინა შესაძლებლობანი.ყველაზე მეტად კომფორტულად, მოედნის ცენტრში ვგრძნობ თავს, ჩაბის ან სამის გვერდით.მოურინიოს უნდა, რომ ისეთი ფეხბურთი დაინახოს ჩემგან, როგორსაც "ტოტენჰემში" ვაჩვენებდი, ოღონდ უფრო სწრაფად და აგრესიულად.ჩემი აზრით, ახლა უკვე კარგად მესმის, მწვრთნელის მოთხოვნების შესახებ."
"როგორც იცით, წინასასეზონო მომზადების პერიოდი, საუკეთესო არ მქონია.დიდი ხნის განმავლობაში მომიწია უქმობა.ახლა ყველაფერი რიგზეა.ვცდილობ, უფრო კარგად გავუგო თანაგუნდელებს."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 3 დეკემბერი 2012
- 1 586
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.