მოურინიო: "ასეთი ჯგუფიდან გასვლა, წარმატებაა"
მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტადიას, "აიაქსთან" შეხვედრით დახურავს (4 დეკემბერი, 23:40, GMG ფეხბურთი).სამეფო კლუბის დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი შეხვედრის წინ, საპრესკონფერენცია დარბაზში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
მოურინიოს მის მომავალსა და ფლორენტინო პერესთან ურთიერთობაზე ჰკითხეს: "ყოველდღე ვაკეთებს ჩემს საქმეს.ჩემი მომავალი იმაში მდგომარეობს, რომ ხვალ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, 101-ჯერ გავალ მოედანზე.ჩემი ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტთან არის კარგი და ჩვენი საუბარი შეეხებოდა მხოლოდ მსგავს თემებს.ვფიქრობ, არაფრის შეთხზვა გამოგივათ."
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, "რეალის" მომავალ მატჩზე ისაუბრა: "ასეთი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლა, წარმატებაა, რამეთუ როგორც ვიცით, 1/8 ფინალის საგზური დიდმა კლუბებმა ვერ მოიპოვეს.აღნიშნული სტადიის განმავლობაში, ოთხივე გუნდი ინარჩუნებდა საუკეთესო 16 კლუბს შორის მოხვედრას, ამიტომაც სასიხარულოა, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ."რეალი" ყოველ ტურში, მონაწილეობას იღებდა ტურნირის ცენტრალურ მატჩში, რაც კარგია.მომავალ დაპირისპირებას სატურნიო თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა აქვს.დენისს, მორატასა და როდრიგესს, სათადარიგოდან შემოსვლის შანსი ექნებათ, ხოლო ნაჩოს სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი შედგება ჩემპიონთა ლიგაზე.ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე, რამეთუ არაფრის დათმობას ვაპირებთ."
"განსაკუთრებულმა" იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებიც ამსტერამელების წინააღმდეგ საწყის თერთმეტეულში მოვხვდნენ: "ადანი, ნაჩო, რონალდუ, კოენტრაუ და ხედირა სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.რაც შეეხებათ ალონსოსა და რამოსს, მათ 2-2 ყვითელი ბარათი აქვთ და რა თქმა უნდა, არ გავრისკავ, ხოლო არბელოა, დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლებს თამაშს."
"თითოეული შეხვედრა, მაღალი კონცენტრაციით, თავდაჯერებულობითა და ამბიციით უნდა ჩავატაროთ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.ფეხბურთელს მხოლოდ ერთი მიზანუ უნდა ჰქონდეს შეხვედრის დროს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ოპონენტი კარგი თამაშით დიდ სირთულეებს გვქიმნის.ამის ნათელ მაგალითად გამოდგება "ბეტისი."ჩვენ გვყავს განსაზღვრული და ჩამოყალიბებული სტილის მქონე გუნდი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ოჯერ გაეთამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალებს.ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი არის ტრავმები.ვიმედოვნებ, საშობაო არდადეგების შემდეგ, მარსელო, იგუაინი და ალბიოლი მწყობრში იქნებიან."
მოურინიომ "პსჟ"-ს ჭორებზეც ისაუბრა: "პარიზულ კლუბზე იმას ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ჩემი ასისტენტი, მათ თამაშს დაესწრება "პორტუსთან," რამეთუ ორივე კლუბი ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგეგია 1/8 ფინალში.მხოლოდ ამით ვარ დაკავშირებული ფრანგებთან."
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მოუს "ატ.მადრიდის" მთავარ მწვრთნელთან: "მშვენიერი, თავაზიანი და სწორი ურთიერთობა მაკავშირებს სიმეონესთან.თამაშის დაწყებამდე გვირაბში მოგვიწია საუბარი.მიუხედავად იმისა, რომ ერთი ქალაქის 2 სხვადასხვა კლუბს წვრთნით, პრობლემები არარსებობს."
მადრიდული დერბის დაწყებამდე, მოურინიო 40 წუთით ადრე გამოვიდა მოედანზე, რათა სტვენა მიეღო: "ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ წინა მატჩი ვიღაცები მისტვენდნენ და მინდოდა, რომ თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა ამისა, მატჩამდე გაეკეთებინა და შემდეგ 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ გუნდის ქომაგობით ყოფილიყო დაკავებული."
"რეალი" ლიგაზე უფრო მეტ გოლს იღებს საკუთარ კარში, ვიდრე პრიმერაში: "მიზეზი ერთია, ევროპაში უფრო ძლიერ მეტოქეებთან გვიხდება ასპარეზობა."
რონალდუ საუკეთესო იბერო-ამერიკელ ფეხბურთელად დაასახელეს: "ეს სიურპრიზი იყო მისთვის, რაც კარგია.გაინტერესებთ ვინ ითამაშებს ხვალ? ეს კითხვა უფრო მნიშნელოვანია, ვიდრე რონალდუს ბედნიერება ან სხვა რაიმე ჭორი."
ინფორმაციის წყარო: realmadrid.com
- 3 დეკემბერი 2012
- 1 909
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.