მოურინიოს "ერა" დასასრულს მიუახლოვდა
გამომცემლობა მარკა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფლორენტინო პერესს მოურინიოსი აღარ სჯერა და იმედგაცრუებულია მისი მუშაობით. ჟურნალისტის მტკიცებით, პორტუგალიელი სპეციალისტის მოღვაწეობა სამეფო კლუბში 30 ივნისს დასრულდება.
მოურინიოსა და ფლორენტინო პერესს შორის მრავალი უთანხმოება მოხდა, რაც მეტწილად ჟოზეს გადაწყვეტილებებმა გამოიწვიეს. კლუბის პრეზიდენტის აზრით, მოურინიოს ქმედებები ძალიან ჰგავს თვითმკვლელობას. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მოუს კონფლიქტი რამოსთან, როგორც მოგეხსენებათ სერხიო ფლორენტინოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია და ის მან ჯერ კიდევ პრეზიდენტობის წინა ციკლში შეიძინა, როდესაც ესპანელი მცველი სულ რაღაც 19 წლის იყო. აგრეთვე "ომი" ტორილთან და ყველაზე მთავარი უთანხმოება გულშემატკივრებთნ.
პერესმა მოურინიოს მიზნად დაუსახა ჩემპიონთა ლიგის მეათეჯერ მოგება, რადგან ყველანი უკვე შეთანხმდნენ, რომ ლა ლიგისათვის "რეალი" წელს ვეღარ იბრძოლებს. რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს, ევროტურნირზე ასპარეზობის ტრიუმფალურად დასრულების შემთხვევაშიც ჟოზე სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს დატოვებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
- 3 დეკემბერი 2012
- 3 523
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.