მარსელო: „მე საუკეთესო მარცხენა მცველი ვარ.“

მარსელო: „მე საუკეთესო მარცხენა მცველი ვარ.“
მარსელომ Globoesporte-სთან საკუთარ თავზე ისაუბრა.

ინტერვიუში მარსელო იმედს გამოთქვამს, რომ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს იანვარში შესძლებს. „მე თავიდან ძალიან შემეშინდა, რადგან ფეხებს ვერ ვგრძნობდი, მე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ნელ–ნელა მე უკეთესად ვხდები“–ამბობს ბრაზილიელი.

ყველაფრის მიუხედავად, მარსელო საერთოდ არ კარგავს არც მოტივაციას და არც თავდაჯერებულობას, პირიქით. ის ასეთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს: „მე კვლავ ვთვლი ჩემს თავს საუკეთესო მარცხენა მცველად მსოფლიოში. მე ამას გავაკეთებ – ვირწმუნებ ჩემს ძალებს და უფრო ამბიციური დავბრუნდები. მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა კვლავ შევძლებ თამაშს.“

მარსელო ხშირად ფიქრობს თავის კერპზე, რაც ეხმარება მას გაძლიერებაში: „მე ყოველთვის ვუყურებდი რობერტო კარლოსს. „მადრიდის რეალში“ მასთან ერთად 6 თვე გავატარე და ამ მოკლე დროში მან ბევრი რამ მასწავლა. ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანია, და მე ყოველთვის შევეცდები დავემსგავსო მას. და დღესაც კი, თუ მას ვხედავ, მე ძალიან ვნერვიულობ.“

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, მარსელო იანვრიდან ვარჯიშს დაიწყებს და თამაშს უკვე თებერვლიდან შესძლებს, როცა ჩემპიონთა ლიგა განახლდება.

ინფორმაციის წყარო: marca.com

ლ.ჭ. halamadrid.ge – სთვის!

  • MyNameIs
  • 3 დეკემბერი 2012
  • 2 714
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)