სერხიო რამოსის ინტერვიუ
”მადრიდის რეალის” ვიცე კაპიტანმა შეაფასა დერბი ”ატლეტიკოს” წინააღმდეგ: ”სიმართლე გითხრათ, დასაწყისისთვის ძალიან გაგვიჭირდა. ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ დაცვის ხაზში და გაგვიჭირდა დომინირება. მიუხედავად ამისა, გავაგრძელთ ანალოგიური მონდომებით თამაში. წარსულით არ უნდა იცხოვრო და დღითი-დღე უნდა ამტკიცო შენი საუკეთესოობა. დღეს მოგება გვინდოდა, ვინაიდან წაგების უფლება უკვე აღარ გვაქ. ლა ლიგის ბოლო შეხვედრის შემდეგ სევილიაში, ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი თამაშის ჩვენება და როცა ყველანი საუკეთესოდ ვთამაშობთ, ძნელია ჩვენი დამარცხება.”
”კრიშტიანომ შესანიშნავად ითამაშა და ძალიან გვიხარია, რომ მან გოლის გატანა მოახერხა. ეს არ გამკვირვებია, ვინაიდან დღევანდელ ვარჯიშზე სწორედ საჯარიმო დარტყმებიდან ანალოგიური გოლები გაჰქონდა. ბოლო დროს მას ბევრს აკრიტიკებენ და ეხლა უკვე დროა მორჩნენ ამაზე ლაპარაკს. იოზილს ყოველთვის ურჩევნია, რომ საგოლე გადაცემა გააკეთოს, ვიდრე გოლი გაიტანოს, მაგრამ სწორედ გოლები იგებენ შეხვედრას. ბედნიერები ვართ, რომ მან გოლის გატანა შეძლო და ეს იყო გოლი, რომელმაც შეხვედრაში ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.”
რამოსმა ისაუბრა მის თამაშზე ფალკაოსა და დიეგო კოსტას წინააღმდეგ: ”ძალიან ბევრი ვიდეო კამერაა და შეგიძლიათ თქვენი თვალით ნახოთ რაც მოხდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოედანზე რჩება. ყოველთვის არის შეხვედრები, რომლებშიც ამდენი ბრძოლაა საჭირო გამარჯვების მისაღწევად. ”ატლეტიკოს” ყავს ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ და რომლებსაც უყვართ ორთაბრძოლებში შესვლა და ეს ფეხბურთის ნაწილია.”
”თეთრების” მცველმა ისაუბრა ჟოზე მოურინიოს მოედანზე მათზე ადრე გამოსვლასთან დაკავშირებით: ”ის მოედანზე ჩვენთან ერთად არ გამოსულა, ჩვენ მხოლოდ საკუთარი მოვალეობების შესრულება გვევალება. ის იდეალური მწვრთნელია ”მადრიდის რეალისთვის”.
- 2 დეკემბერი 2012
- 1 947
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.