„ბერნაბეუზე“ მოურინიოს აპლოდისმენტებით შეხვდნენ
თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გულშემატკივრებმა მოურინიოს ნდობა გამოუცხადეს.
ჟოზე მოურინიოს „ბერნაბეუზე“ შეკრებილი გულშემატკივრები თბილად დახვდნენ. მწვრთნელი, როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანზე 12 საათსა და 20 წუთზე (თბილისის დროით) გამოჩნდა და მინდორთან ორი წუთით გაჩერდა. ამ დროისათვის სტადიონზე 3000–ზე მეტი მაყურებელი იყო. ისინი, 40 წუთით ადრე დერბის დაწყებამდე, ტაშით შეეგებნენ პორტუგალიელ მწვრთნელს.
მართალია ამ დროს „სანტიაგო ბერნაბეუ“ არ იყო შევსებული, მაგრამ მათ, ვინც სტადიონზე ადრე მოვიდა, მოურინიოს საკუთარი მხარდაჭერა აგრძნობინა. გულშემატკივრებს ეკავათ ჟოზეს მხარდამჭერი ბანერები, ისინი უმღეროდნენ მწვრთნელს და რა თქმა უნდა ტაშს უკრავდნენ „განსაკუთრებულს“.
მას შემდეგ, რაც გულშემატკივართა შორის, „ალკოიანოსთან“ შეხვედრის შემდეგ მოურინიოს მიმართ აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა, მან თქვა, რომ თამაშის დაწყებამდე მარტო გამოვიდოდა მოედანზე, რათა თავის თავზე აეღო ფანების ზეწოლა და მათი ეს საქციელი ფეხბურთელებს არ შეხებოდათ. მოუ გრძნობდა, რომ სტადიონზე შეკრებილთა უმრავლესობა მას ნდობას გამოუცხადებდა და ასეც მოხდა. პორტუგალიელმა 3000 გულშემატკივარს შორის ხმათა სრული უმრავლესობით გაიმარჯვა.
ინფორმაციის წყარო: marca.com
ლ.ჭ. halamadrid.ge – სთვის.
- 2 დეკემბერი 2012
- 1 991
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.