კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით
როგორ ხედავენ მას გულშემატკივრები...

ამ სტატიაში შევეცდებით გავცეთ კითხვას პასუხი, თუ რატომ გაუჩნდა კრიშტიანუ რონალდუს ბოლო პერიოდში ამდენი თაყვანისმცემელი და ამდენი მოძულე? . ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფეხბურთელი ფასდება მარტო ტიტულებით, გატანილი გოლებით, მაშინ შეუძლია კითხვა აღარ განაგრძოს.

„ადამიანი-არ არის დოლარი, მას აქვს გრძნობები!“


კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


როდესაც კრიშტიანუზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის „დაჟანგულ“ ეზოდან გამოსული არაორდინალური სპორცმენი. ამიტომ მე გთავაზობთ გავიგოთ, თუ როგორია ხარისხიანი მოთამაშე, ავღნიშნავ, რომ ფეხბურთელი შეიძლება იყოს ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ ხალხში უარყოფით ემოციებს უფრო იწვევდეს, ვიდრე დადებითს.

ალბათ, როცა ფეხბურთელი შეფასებას დაიწყებთ პირველ რიგში მის ფიზიკურ მონაცემებზე დაიწყებთ საუბარს, ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია ფეხბურთში.

რონალდუ ჩემი აზრით არ არის საუკეთესო სპორცმენი ისტორიაში, მაგრამ 100% დამეთანხმებით, რომ თუ ვიტყვი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს დროში. მისი უნარები არის ფენომენალური, იგი სრულიად განვითარდა, ფაქტიურად მას ფიზიკური კონდეციების მხრივ სუსტი მხარე არა აქვს. ვარჯიში, ეს არის ის საიდუმლო, რის გამოც ბევრ ფეხბურთელზე ორი-სამი თავით მაღლა დგას.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


რონალდუ- ეს არის მანქანა, რომელსაც შეუძლია მთელი სეზონის განმავლობაში ყველა თამაში 90 წუთი ითამაშოს. მას უზარმაზარი ძალა და გამძლეობა აქვს.

ერთ-ერთ ჩემს კოლეგასთან ხანგძლივი საუბარი მქონდა ამ საკითხზე, ზუსტა არ მახსოვს საუბრის დეტალები, მაგრამ მოგახსენებთ მის აზრს რონალდუს და მესის საკითხზე.

„მესი -გენიოსია, ის არის ბუნებსაგან დიდი ნიჭით დაჯილდოვებული, კრიშტიანუ კი არა. მე არ ვამბობ რომ რონალდუ უნიჭოა, უბრალოდ ამ მხრივ ის ბევრად ჩამოუვარდება მესის. მაგრამ პატივისცემის ღირსია დიდი შრომისა და ჯაფის შედეგად ის დგას მესის დონეზე, მნიშვნელობა არა აქვს მის ხასიათს. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ საუკეთესოდ.“



რა თქმა უნდა არ შეიძლება მესი ან რომელიმე სხვა ვარსკვლავი მარტო ღვთის ბოძებული ნიჭის ამარა იყოს, ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომა სჭირდება მის განსავითარებლად. ყველაფერი შრომისა და მკაცრი დისციპლინის შედეგად მიიღწევა. მაგრამ როდესაც სპორცმენი თავდაპირველად იკარგება გარემოში და შემდეგ აღწევს წარმატებას-ის არის ძვირადღირებული.

ეს არის მაგალითი-სიყვარულის ერთგულებისა- ფეხბურთში ეს არის მაგალითი დამქანცველი მუშაობის შედეგად საკუთარი თავის წარმოეჩენის, ეს არის მაგალითი-ეს არი კრიშტიანუ რონალდუ.

დაინტერესებული ადამიანები ამის შესახებ მუდმივად კითხულობთ ინტერნეტში და თუ დაუკვირდებით შეამჩნევთ, რომ ყველა სტატიაში საუბარია კრიშტიანუს ფიზიკური კონდიციების შესახებ.

და მრავალ ადამიანს უყვარს ან პატივს ცემს, როგოც მოთამაშეს.


კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


„მე ვფიქრობ ხალხს იზიდავს მისი თამაშის სტილის სილამაზე. ის მუდმივად იგონებს ახალ ხრიკებს და ხალხს მოსწონს ეს. ის ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს საკუთარი თავიდან“-ფეხბურთის გულშემატკივარი.



მაგრამ სამწუხაროა, თანამედროვე მსოფლიოში ყველას არ შეუძლია რონალდუ სწორად მიიღოს- როგორც საოცარი სპორცმენი.

ხალხი ხშირად ეჭვიანობს სხვის წარმატებაზე, ხოლო ისინი თავად არაფერს, უფრო სწორად არ უნდათ არაფრის გაკეთება.

და სამწუხაროდ, ეს ცუდი შეგრძნება შურია, რომელიც დაბადებისას დაყვება ადამიანს. სკოლაში კი ბავშვებს ასწავლიან შეეგუონ იმ ფაქტს, რომ შეიძლება მათ გარშემო იყოს ადამინი, რომელიც მასზე უკეთესია და მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

ჩემი აზრით სრულად თქვა ცნობილმა კომენტატორმა ვასილ უტკინმა შარშან „ატლეტიკთან“ მატჩის დროს.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


როცა ობიექტურად ვაფასებთ ფეხბურთელს არ უნდა მოგვერიდოს ტალახის სროლა, გაკრიტიკება და პირიქით თაყვანისცემა. უნდა გავითვალისწინოთ ფეხბურთელის სუსტი და ძლიერი მხარეები.

რონალდუს შეფასებისას არ მინდა გავითვალისწინო არაადეკვატური ფანატიკოსების აზრი, რომლებმაც მხოლოდ ერთი სახელი იციან კრიშტიანუ რონალდუ, ან კიდე იმ ადამიანების აზრი, რომლებიც მას „ქრისტინას“ ეძახიან. არიან გულშემატკივრები, რომლებსაც მოსწონთ იგი მაგრამ არ მოსწონთ მისი ცხოვრების წესი და გარეგნობა, ბევრი კი გარეგნობის გამო ეტრფის. ეს ეხება ნორმალურ ფეხბურთის გულშემატკივარს, ალბათ ყველა ვინც ამ თვალით უყურებს კრიშტიანუს დამეთანხმება, რომ ის დიდი ფეხბურთელია. მაგრამ უამრავი ადამიანი მსგავსი თვალით არ უყურებს მას და ეს ძალზედ სამწუხაროაა.

თქვენ ხშირად გხვდებათ კომენტარები:

„რონალდუ ისტორიაში არის საუკეთესო. უეფა მოსყიდულია და რაც არ უნდა გააკეთოს მან, ოქროს ბურთს არ გადასცემენ. ის გუნდში ერთადერთი ვარსკვლავია და რომ არა ის გუნდი დაიშლებოდა.“-ეს არის ტიპიური ფანატიკოსი კომენტარი.


რა თქმა უნდა ასეტი ფანატიკოსების უმრავლესობა არის სკოლის მოსწავლეები და ინტერნეტთან ხშირი ურთიერთობის გამო ხშირად შეხვდებით მსგავს კომენტარებს. მაგრამ გარდა ამ ადამინებისა ყოველ საიტზე არის ადამიანი „ხანდაზმული“, ყოფილი მოთამაშე, საფეხბურთო ექსპერტი, ან კიდევ უბრალო მოაზროვნე გულშემატკივარი, რომელსაც ობიექტურად შეუძლია კრიშტიანუსა და მისი ოპონენტების შეფასება.

რთული არ არის ამ ადამიანების ერთმანეთისაგან გარჩევა. მოდი ავღნიშოთ, რომ მოსაწყენი იქნება ყველას ერთი შეხედულება, რომ ქონდეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო ვიღებთ რეალურ დაპირისპირებას სხვადასხვა ასაკის მომხმარებლებს შორის და კარგად მოგეხსენებათ ნათქვამია კამათში იბადება ჭეშმარიტებაო.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


უნდა ავღნიშნოთ, რომ პორტუგალიელს გოგონების დიდი არმია ფანობს. მართალია გოგოების უმეტესობას, უფრო მკაცრი გარეგნობის კაცები მოსწონს, (მაგალითად როგორისც ალნსოა) მაგრამ კრიშტიანუს მისამართით ამ მხრივ დიდი სიმპატიები იგრძნობა.

აგრეთვე ბევრი ბიჭისთვისაც მისაბაძია რონალდუ. ყველას უნდა, რომ იყოს პოპულარული და ყავდეს გვერდით ისეთი ქალი, როგორიც ირინაა.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


არსებობს მოზარდი გულშემატკივრები, რომლებსაც არ მოსწონთ კრიშტიანუს „პრანჭიაობა“ . ისინი თვლიან, რომ თუ ფებხურთელი ხარ უნდა იყო ფეხბურელი ყველგან და ნებისმიერ დროს. ყველა ასეთ ადამიანს ჟურნალების ყდებზე კრიშტიანუს გამოჩენა, მუდმივი თმის ვარცხნილობის ცვლილება სასაცილოდაც არ უღირთ და ეს პროცესები ბავშურად მიაჩნიათ.

„რონალდუ დროა გაიზარდოს.“-ფეხბურთის გულშემატკივარი.


სამწუხაროდ რონალდუს, საუბარი ქმედებები ხალხში უარყოფით ემოციებს იწვევს.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


რა თქმა უნდა კრიშტიანუს ასეთი იმიჯის შექმნაში პატივი უნდა მივაგოთ მედიას, რომელიც ძალ ღონეს არ იშურებს, ცეცხლზე ნავთს ასხავს კრიშტიანუს უარყოფით გმირად გამოსაყვანად. ზოგჯერ ყოველგვარ ზღვარს ცდებიან და გამოგინი ამბებით ჩირქს ცხებენ რონალდუს პიროვნულ თვისებებს.

მთელი ინტერნეტი სავსეა ჭორებით და ინტრიგებით, რომლებშიც ადვილად ეხვევიან ადამიანები.

მაგრამ ალბათ უსამართლობა იქნება, რომ არ ავღნიშნოთ ამ ყველაფერში დამნაშავე კრიშტიანუა. იგი ყოველთვის იძლევა მიზეზს მედიის შავი საქმის წარმოებაში. თავისი განცხადებებით ზოგადად საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული გახლავთ, უყვარს მწვავე განცხადებების კეთება, ძირითადად გულშემატკივრებს უჩივის თავისი შრომის დაუფასებლობის გამო, მაგრამ კრიშტიანუ არ უნდა დაგავიწყდეს შენი სამუშაოს დაფასება ის არის, რომ თამაშობ მადრიდის „რეალში“ და წლიურად უზარმაზარ ჰონორარს იღებ რეკლამებით თუ საფეხბურთო ცხოვრებით.

პორტუგალიელი უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს, რომ მას თავისი თანაგუნდლები გვერდში არ უდგანან. ცოტა მოგვიანებით პრესაში გვესმის განცხადება, რომ ის უბედურია. ამ ყველაფრის შემხედვარე რა გასაკვირია, რომ ვინმემ უდიერად მოიხსენიოს.

„ის არის ეგოისტი-შეუძლია თავისი ამბიციების, გამო პასი არ მისცეს თავის თანაგუნდელს, რომელიც უკეთეს სიტვაციაში იმყოფება და მარტივად შეუძლია შეტევის დაგვირგვინება. მე ვფიქრობ ეს მას უარეს ხდის.

გარდა სპორტისა , ჩვენ პირადად არ ვიცით როგორია ის კარგი მეგობარი თუ კარგი პიროვნება, მაგრამ ეკრანზე ის გამოიყურება როგორც ეგოისტი.

ახალბედა გულშემატკივრებს მოსწონთ ის, მაგრამ მოწიფულ გულშემატკივარს გვსურს ეს ასე არ იყოს.

ვფიქრობ, რომ ის საკუთარი თავის მტერია. შეიძლება სრულიად არაორდინალური რამ გააკეთოს ან განაცხადოს და საბოლაოდ არასათანადოდ აფასებენ მას.“-ერთ-ერთი გულშემატკივარი.


კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით



გარდა ანგარებისა გამოირჩევა გადაჭარბებული ემოციებით. ამ დონის მოთამაშისთვის კი ეს უზარმაზარი ხარვეზია. სპორცმენმა მშვიდად უნდა გაუმკალვდეს ყველაფერს , რადგან ყველას აქვს ჩავარდნა და აღმასვლა. სამწუხაროდ ამ მხრივ რონალდუ ვერ აკონტროლებს ემოციებს და ყოველთვის არამისაღებ განცხადებებს აკეთებს. ეს მისი დიდი სისუსტეა, ემოციები ხელს უშლის თამაში, კონცეტრირებულობას კარგავს და საჭირო მომენტში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში უშლის ხელს.

რამდენჯერ ვიხილეთ, როდესაც კრიშტიანუ ვერ გაუმკლავდა ემოციებს და ამოვარდა თამაშიდან. რამდენჯერ გვინახავს მისი ცრემლები გაფუჭებული პენალტის ან თამაში დამარცხების შემდეგ. რას ვიზამთ კრიშტიანუს ბუნება ასეთია, იგი უბრალოდ ვერ უმკლავდება ემოციებს.
„უფრო მეტი ძალა, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.“


ბევრი ფეხბურთელებს უემოციოთ აღიქვამს, მაგრამ ყველა ადამიანია და ყველას გაჩნია გრძნობები. ერთი კი არის, როცა ამ დონის ვარსკვლავი ხარ უნდა ისწავლო მშვიდად მიიღო ზეწოლა.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით



ფეხბურთელისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი გუნდის წარმატება უნდა იყოს და არა პირადი. უსიამოვნოა მუდმივად მისი უკმაყოფლიო სახის ყურება როცა სხვა მოთამაშე იღებს რაიმე ჯილდოს.

ვფიქრობ ეს უდიდესი მინუსია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თავად აცხადებს, რომ ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

„თუ მას არ შეუძლია შეეგუოს მარცხს, ეს უფრო ასუსტებს მას.“-ფეხბურთის გულშემატკივარი.


„ჯერ დროა მას მივცეთ ოქროს ბურთი, რადგან ის უკვე 28 წლისაა და მალე მისი ეპოქა სრულად დასრულდება.“-გულშემატკივარი.


მე პირადად მახსოვს წლები როდესაც ოქროს ბურთს იღებდნენ რონალდო და ზიდანი, მაგრამ იქ იყო სხვა მოთამაშეები, რომლებიც მათ არაფლით არ ჩამოუვარდებოდნენ ფიგო, ტიერი ანრი, რაული. მე არ მახსოვს მათ უკმაყოფილება გამოეთქვათ, ჩვეულად მუხჩაუხრელად აგრძელებდნენ მუშაობას და სიამოვნებას იღებდნენ ფეხბურთისაგან. ბოლო წლებია მესი- რონალდუს მონოპოლია დამყარდა ფეხბურთში მაგრამ იქ კიდევ არიან უდიდესი მოთამაშეები ხავი, ინიესტა, კასილასი, რომლებსაც არცერთ ინტერვიუში არ გამოუთქვამთ უკმაყოფილება.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით



სამწუხაროდ კრიშტიანუსთან დაკავშირებით ყოველ წელს ერთი და იმავე სცენარს ვხედავთ.

ეს კიდევ ერთი მიზეზია, ხალხის უარყოფითი დამოკიდებულების. ხალხს მოსწონს გამარჯვებულები. არ უყვართ დამარცხებულები, რომლებიც ვერ იღებენ ღირსეულად მარცხს.

მე არ მინდა ისე გამომივიდეს თითქოს რონალდუ სუსტია, ეს ყველაფერი ისევ და ისევ ხასიათის თვისებებთან არის დაკავშირებული. დამნაშავე მისი გადაჭარბებული ემოციები და ბავშურია ხასიათია.

„ყველას სურს, რომ სპორცმენი ძლიერი ადამიანი იყოს.“-გულშემატკივარი.


სტატიის დასასრულს თქვენი ყურადღება მისი თამაშის კიდევ ერთ ფაქტორს მინდა მივაპყრო, რომელიც შეიძლება შემაშფოთებელი იყოს ფეხბურთის გულშემატკივართათვის.

კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


რონალდუ-სიმულიანტი. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ის ახალგაზრდობაში „იუნაიტედში“ ყოფნის დროს სიმულიანტობდა და მადრიდში შეიცვალაო, მაგრამ ეს ასე არ არის. რონალდუ აგრძელებს „ჩაყვინთვას“ მწვანე მიდნორზე. კრიშტიანუ მაღალი ატლეტური მოთამაშეა და მისი ცაქცევა სულაც არ არის ადვილი, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც მარტივ სიტვაციაში დაეცემა გაზონზე და მთელ სენებს გამართავს. ეს ყველაფერი ძალიან ყალბია, ამის შემდეგ აქტიურად იყენებს იმ ფეხს, რომელიც ცოტა ხნის წინ „დაიზიანა“.

მაგრამ აქვე გავიხსენოთ მისი თავგანწირვა, მიუხედავად დაზიანებისა ბოლომდე თამაშობს და იბრძვის გამარჯვებისთვის. მაგრამ აქაც უარყოფითი თვისებები ისევ წინ დგას.

„რონალდუ არ გაზრდილა, ის ჯერ კიდევ ბავშვია და კვლავ განაგრძობს სიმულიანტობას.“-გულშემატკივარი.


კრიშტიანუ რონალდუ გულშემატკივრის თვალით


დასასრულს მინდა ვთქვა რონალდუს ამდენი გულშემატკივრისა და მოძულის ყოლის მიზეზი თვითონ არის. ეს არის ადამიანი, რომელსაც მუდმივად ჭირდება გვერდში დგომა. ის ვერ უმკლავდება ემოციებს და ყოველთვის უარყოფით ფიგურად გვევლინება. მაგრამ იმედი მაქვს შორს არ არის ის დროს როდესაც, მოიხსნის ნიღაბს და საზოგადოების წინაშე გამოჩნდება ნამდვილი კრიშტიანუ.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები არ ემსახურება რონალდუს უარყოფით გმირად გამოყვანას. ყოველ ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. ის არის დიდი ფეხბურთელი და მადრიდის „რეალის“ სული, რომელსაც მუდამ სურს გამარჯვება და მიისწრაფის მისკენ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)