კაკას მამა:"ჩემს შვილს არ სურს ევროპის დატოვება"
მადრიდის "რეალის" ბრაზილიელი ნახევარმცველის რიკარდო კაკას მამამ ბოსკე ლეიტემ განაცხადა, რომ მის შვილს არ სურს ევროპის დატოვება.
"მე ვიცი, რომ კაკას არ სურს დატოვოს ევროპა. მომავალში ალბათ იგი შეიცვლის აზრს, მაგრამ არა ახლა. "კორინთიანსის" წარმომადგენელი ჩვენ არც კი დაგვკავშირებია."-ციტირებს ბოსკე ლეიტეს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" იანვარში კაკას გაყიდვას გეგმავს. ბრაზილიელის პოტენციურ მყიდველებად "მილანი", "კორინთიანსი" და "ნიუ-იორკ რედ ბულსი" მოიაზრებიან.
- 30 ნოემბერი 2012
- 2 775
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.