მიგელ ტორესი : "რეალის შანსები მიზერულია"
სამეფო კლუბის ყოფილმა ფეხბურთელმა, მიგელ ტორესმა განაცხადა, რომ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მადრიდის "რეალს" ლა ლიგის მოგების მხოლოდ მიზერული შანსი აქვს, რადგან ბეტისთან დაკარგულმა სამმა ქულამ 95%-ით გადაწყვიტა ესპანეთის ჩემპიონის ბედი...
"ჟოზე მოურინიოს შეგირდების მატჩებს ინტენსიურად ვადევნებ თვალს, მაგრამ არ ვიცი რა სჭირთ მათ ამ სეზონში, მადრიდელები აბსოლიტურად უწყინარ სიტუაციაში კარგავენ ქულებს, რამაც მიმდინარე სეზონში არც ისე კარგი შედეგი მოიტანა, მათ უკვე უდიდესი ჩამორჩენა აქვთ იმ ბარსელონასთან, რომელიც თამაშს თამაშზე და თანაც ძალიან დამაჯერებლად იგებს, არამგონია კატალონიელებმა ამხელა უპირატესობა მარტივად გაანიავონ, ისინი ბოლომდე დაიცავენ თავიანთ პოზიციას."
"მადრიდული კლუბი ჩემ გულში ყოველთვის იყო და ყოველთვის ვქომაგობ "ბლანკოსებს", მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ კონკურენცია ვერ გაუწიეს უშუალო მეტოქეს, უფრო მეტიც, რთულია გავიხსენო ისეთი შემთხვევები, როდესაც პრიმერა თითქმის შუაში ფაზაში იყო შესული და სამეფო კლუბი თუნდაც მეორე პოზიციას ვერ იკავებდა."
"იმედს გამოვთქვამ, დედაქალაქელები ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვებიან და მეათედ აღმართავენ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასს. ჟოზე მოურინიოს სხვისგან სასწავლებელი არაფერი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ მის გუნდს ლიგის მოგების უფრო დიდი შანსი აქვს ვიდრე პრიმერა დივიზიონის."
- 30 ნოემბერი 2012
- 2 290
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.