"კასტილია" მურსიაში ეცდება გამოფხიზლებას
სამეფო კლუბის ბოლო დროინდელი წარუმატებლობისგან გამომდინარე, შესაფერისი ყურადღების დათმობა ვერ მოვახერხეთ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც უფროსების მსგავსად, არ ულხინთ.
შეიძლება ითქვას, რომ ალბერტო ტორილის დამოძღვრილი გუნდი კრიზისში თუ არა, კრიზისთან ნამდვილად არის ახლოს.ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-15 ტურის თავზე, კასტილიელები მე-15 საფეხურზე არიან განლაგებულნი (5 მ; 2 ფ; 8 წ;) 17 ქულით.ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ კანტერანოსები უკვე 6 თამაშის განმავლობაში ვერ ახერხებენ გამარჯვების მოპოვებას.
სეგუნდა მე-16 სათამაშო ტურში, კასტილიელები მურსიას ესტუმრებიან (დღეს, 00-30-ზე) და "ნუევო კონდომინაზე" გამართავენ თამაშს.აღნიშნული დაპირისპირება უმნიშვნელოვანესია "თეთრებისათვის," რამეთუ ერთელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას წარუმატებელ სერიას.ტორილი დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით დამუხტავს ბიჭებს, თუმცა სამართლიანობ მოითხოვს ვთქვათ, რომ არც "მურსიაა" ხელწამოსაკრავი მეტოქე.წლეულს, მხოლო 1 შეხვედრა აქვთ წაგებული შინაურ კედლებში და ამჟამად მე-10 პოზიციაზე არიან გამყარებულნი.
აქვე გთავაზობთ, კასტილიელი ფეხბურთელების კომენტარებს მომავალ თამაშთან დაკავშირებით:
კასადო: "ჩემპიონატის სტარტი ცუდი გამოდგა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ მურსიიდან 3 ქულით დავრუნდეთ შინ.მომავალი მეტოქე საკმაოდ კარგია და ვფიქრობ, შესაფერისი მომენტია, სიტუაციის გამოსასწორებლად."კასტილიას" დიდი ამბიციები აქვს და ვიმედოვნებ, მალე გამოვასწორებთ ყველაფერს."
ომარი: "ჩვენთვის 3 ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.ორივე გუნდს სურს სატურნირო ცხრილში აღზევება და აქედან გამომდინარე კარგი თამაში იქნება."მურსია" რთული მეტოქეა და მათ სტადიონზე ადვილი გასეირნება არ გველოდება."
იხილეთ სეგუნდა ბ-ს სატურნირო ცხრილი:
- 29 ნოემბერი 2012
- 2 025
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.