ფალკაო დებიუტისთვის ემზადება, კურტუა საეჭვოა
მადრიდული დერბისთვის "როხიბლანკო" მოუთმენლად ემზადება.
დიეგო სიმეონეს გუნდის უდავო ლიდერი, რადამელ ფალკაო, "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველად ითამაშებს.კოლუმბიელი გოლეადორის თამაშის ცოცხლად ხილვა, "რეალის" ქომაგებისთვისაც საინტერესოა, რამეთუ როგორც ვიცით, ფლორენტინო პერესის გეგმებში მისი შეძენა შედის.რამდენიმე თვის წინ, ფეხბურთელის მამამ დასძინა, რომ ფალკაო ოცნებობს "ბლანკოსში" გამოსვლაზეო, თუმცა აღნიშნული თავად რადამელმა უარყო შემდეგ.
შუა კვირა გამართულ სათასო დაპირისპირებაში, "ვეფხვს" მონაწილეობა არ მიუღია.ეს მოსალოდნელიც იყო, რამეთუ "ატლეტიკოში" დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ დერბის და აქედან გამომდინარე უფრთხილდებიან საუკეთესო მოთამაშეს.
სამხრეთ ამერიკელს რონალდუს მსგავსად 3 მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, თუმცა გასულ უქმეებზე, "სევილიას" კარში გატანილი პენალტით, გოლის გემო გაიხსენა.რადამელისათვის ეს ბურთი მე-14 გამოდგა მიმდინარე სეზონში.
ახლა რაც შეეხება "როხი ბლანკოს" კიპერ ტიბო კურტიას, ამ უკანასკნელს გრიპი შეეყარა და ჯერჯერობით თავის დამრიგებელს ანერვიულებს, რამეთუ გადაწყვეტილი არარის, ითამაშებს თუ არა შაბათის შეხვედრაში.
ინფორმაციის წყარო: marca.com
- 29 ნოემბერი 2012
- 2 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.