მოურინიო: "ჩემი გული შავ-ლურჯი დარჩება"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "ინტერში" მუშაობა მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
"როცა "რეალში" გადმოვედი, ეს უკვე მადრიდელთა მესამე შემოთავაზება იყო. მეგობრების რჩევას მოვუსმინე, რომლებმაც მითხრეს, რომ თუ მადრიდის "რეალს" არ გავწვრთნიდი შემდეგში მუდამ ვიგრძნობდი, რომ რაღაც გამოვტოვე".
"და მე დავტოვე "ინტერი". როდესაც მადრიდის "რეალთან" ერთად იმარჯვებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ისტორიას ქმნი. ყოველშემთხვევაში ჩემი გული ყოველთვის დარჩება შავ-ლურჯად."
"არსად არ მიგვრძნია თავი ისე ბედნიერად, როგორც ინტერში. კლუბის დატოვების შემდეგ რამდენჯერმე მწარედ ვიტირე. ჩემი გული მილანს ეკუთვნის - მუდამ მაქვს ნოსტალგია "ინტერზე".
"ნერიაძური" ჩემი ოჯახია. მე ყოველთვის ვიქნები მისი ნაწილი. ყოველთვის ვზეიმობ "ინტერის" გამარჯვებას და მათ მარცხზე გული მტკივა."-განაცხადა მოურინიომ.
- 28 ნოემბერი 2012
- 3 281
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.